Loader Image Loader Image

თელიანი ველი საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პარტნიორი გახდა.

post-image

„თელიანი ველსა“ და პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ ჯანყარაშვილმა მოაწერეს. საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად ქართული სპორტის, პარალიმპიური კომიტეტის სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერასა და ღონისძიებებში თანამონაწილეობას ისახავს.

„თელიანი ველი“ მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, სპორტული გარემოს გაუმჯობესებას და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას ემსახურება.

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020