The mystery of Georgian wine lies in its simplicity and splendor. Vine has always been the muse of a Georgian man. Nobody knows exactly when the Georgian man started to cultivate it, to love it. But one thing is clear, wine followed the Georgian man, rejoiced with him and was filled up. For centuries it grew prettier, wiser and quieter.

Are you over 18 year old?

Yes
No

საიტი მზადების პროცესშია

ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია

მეღვინეები

ჯილდოები

თელიანი მსოფლიოში

თელიანი ველის ისტორია მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა ძველი მარნისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის განკარგულებით ღვინის მოცულობითი სარდაფი აშენდა.

XIX

დასაწყისი

1880

მეღვინე ბორდოდან

1880-იან წლებში ღვინის სარდაფში ბორდოელი მეღვინე, ანტუან მოსანო მოიწვიეს. მოსანო საქართველოში 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და პირველი იყო, ვინც ქართული და ევროპული ყურძნის ჯიშების და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შერწყმაზე დაიწყო მუშაობა. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოიტანეს და გააშენეს ფრანგული ყურძნის მრავალნაირი ჯიში.

ახალი ჯიშებიდან განსაკუთრებით თელიანის ველზე გაშენებულმა კაბერნე-სოვინიონმა ივარგა, რომლისგანაც მოსანომ ღვინო “თელიანი” დაამზადა და პირველი ბოთლი პეტერბურგში, იმპერატორის კარზე გაგზავნა. ბოთლზე ეწერა: “კაბერნე-სოვინიონი თელიანის ველიდან, 1893, ანტუან მოსანო”.

1893

პირველი ბოთლი

1900

წარმატების გემო

ღვინომ იმპერატორის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ამგვარად, კახეთის ნოყიერ მიწაზე მდებარე ამ პატარა ველს სწორედ მოსანომ და “თელიანმა "გაუთქვეს სახელი. წინანდლის ძველ მარანში დღესაც შეხვდებით სხვადასხვა მოსავლის “თელიანს” და მოსანოს შექმნილ სხვა ქართულ-ფრანგულ ღვინოებსა თუ კონიაკებს.

ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულებში „თელიანი ველის“ ვენახებია გაშენებული. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და მომხმარებელს ყურძნის უძველესი ჯიშებისაგან დაწურულ, ტრადიციული და ქართულ-ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებულ ღვინოებს ვთავაზობთ.

1997-

წარსულით შთაგონებული მომავალი