0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

7 ნოემბერს კახელებმა, საყვარელი მეფის დაბადების დღე, თელიანი ველის ღვინით მიულოცეს ერთმანეთს

ადღეგრძელოს, ადღეგრძელოს!!! - ასეთი შეძახილებით აღნიშნავდნენ კახელები საყვარელი მეფის დღეობას. „არ დარჩა არც ერთი ლექსი იმ მრავალ სადიდებელ ლექსთაგანი, რომელნიც ერეკლეზე იყვნენ გამოთქმულნი, რომ არ ემღერნათ სტუმრებს უსაზღვრო აღტაცებით“

7 ნოემბერს, თელიანი ველის ღვინით, სახალხო დღესასწაული ერეკლეობა, ტრადიციულად თელავში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა. სახლ-მუზეუმის კარი ყველა სტუმრისთვის ღია იყო, ეთნოგრაფიული კუთხეებში, ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი, ღია ცის ქვეშ გაიმართა თელაველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა.

ეს ტრადიცია ქართველებს თავად მეფე ერეკლემ დაუტოვა. მეფე თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად სახალხო ნადიმს მართავდა, სადაც განურჩევლად წოდების და დამსახურებისა ყველა კახელი იყრიდა თავს და ადღეგრძელებდა პატარა კახს. სამი საუკუნის შემდეგ კი აიწია თელიანი ველის ღვინით სავსე ჭიქები და დაილია „კაცთმოყვარე მეფის სადღეგრძელო..