0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

ბალანჩივაძეების შთამომავალის, 30 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევრები საფრანგეთში გამოიფინა.

 

 

მხატვარი ნიჭთან ერთად ასეთ წარმატებას ქართულ ღვინოსაც უნდა უმადლოდეს.        პარიზში კრისტინ კოლასის გალერეას ანტონ ბალანჩინმა  4 წლის წინ გამოფენის მოწყობა სთხოვა. თუმცა  რიგმა, მხოლოდ ახლა მოუწია. თელიანი ველმა ამ გამოფენის  სპონსორობა ითავა. ექსპოზიცია გალერეაში  6 მარტს გამოიფინა. ბალანჩინის ნამუშევრებით, ქართველი და უცოელი დამთვალიერებელი თანაბრად მოიხიბლა