0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

დღეიდან თურქეთის აეროპორტების DUTYFREE-ის მაღაზიებში “თელიანი ველის” ღვინო გაიყიდება

ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ “თელიანი ველი” თურქეთის აეროპორტების უმსხვილეს "Duty Free”  ოპერატორ კომპანიებთან ATU და UNIFREE- სთან მოლაპარაკება დაასრულა. დღეიდან თურქეთის აეროპორტების Duty Free -ის მაღაზიებში “თელიანი ველის” ღვინო გაიყიდება. პირველი ნაკადი 1800 ბოთლი თურქეთში დღეს გაიგზავნა. “თელიანი ველი” თურქულ აეროპორტებში წელიწადში 50 000 ბოთლის გაყიდვას გეგმავს. თურქეთში ქართული ღვინით ძირითადად რუსი ტურისტები ინტერესდებიან. ხანგძლივი მოლაპარაკებების ბედი გადაწყვიტა რამოდენიმე თვის წინ გაგზავნილმა ნიმუშებისა და თურქული მხარის მიერ ქართული სავაჭრო ქსელიდან შერჩევით აღებული ნიმუშების ხარისხმა. წლის ბოლომდე თელიანი ველის მიერ წარმოებული ქართული ღვინო თუქეთის Duty Free -ების გარდა, მსხვილ ქალაქებსა და კურორტულ ზონებშიც გაიყიდება. მათ შორის არის სტამბული, ანკარა, იზმირი, ტრაპზონი, ბოდრუმი და ანტალია.