0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

Expo Georgia 2007

 

1-იდან 3 ივნისამდე საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პირველ საერთაშორისო გამოფენას Win Expo Georgia  07-ს უმასპინძლა. გამოფენის ცენტრალური ადგილი კომპანია “თელიანი ველის” სტენდს ეკავა. თავისი პროდუქცია კომპანია  “თელიანი ველმა” დამთვალიერებელს მეტად ეფექტურად და ორიგინალურად წარმოუდგინა: _ “თელიანი ველის”  22 სახეობის ღვინოს, 7 სახეობის კონიაკს, ჭაჭასა და შამპანიურს დამთვალიერებელი მეტად საინტერესო ინტერიერში - ძველი, მე-19 საუკუნის ქალაქური სტილის ე.წ. ”თავადის სახლში” აგემოვნებდა.