0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

ლატვიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

16 აგვისტოს ქალაქ რიგის სასტუმრო “რედისონ”-ში გაიმართა « ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირი »-ს და “საქართველოს სომელიეთა ასოციაცი”-ის ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიების მიზანია ბალტიისპირეთის მოსახლეობის ინფორმირება იმ ფალსიფიცირებული პროდუქციის შესახებ, რომელსაც ასხამენ ბულგარეთში, ესპანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და მას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების გამოყენებით (ხვანჭკარა, ქინძმარაული და ა.შ.) ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის ლატვიაშიც, ყიდიან. აღნიშნული ფალსიფიცირებული პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სხვადასხვა ბაზარზე, რაც ხელს უშლის კანონიერად ჩამოსხმული ქართული ღვინის რეალიზებას. მსგავსი ღონისძიებები “ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირ”-ს, რომელიც შექმნილია ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ლატვიაში დაგეგმილი ღონისძიება, ეს არის, ფალსიფიცირებულ პროდუქციასთან ბრძოლის პროცესის დასაწყისი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო “თელიანმა ველმაც ”.