0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

PEN მარათონის დასკვნითი ღონისძიება რესტორანში “თუ საიდი”

13 ივლისს რესტორანში “თუ საიდი”, ლიტერატურული კონკურსი «PEN მარათონი »-ს დასკვნითი ღონისძიება შედგება. საღამოს 9 საათზე ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვლინდება 24 მონაწილეს შორის გამარჯევაბული. “PEN მარათონი” წელს მეხუთედ ჩატარდა და მასში 24 მწერალი იღებდა მონაწილეობას. 28-29 ივნისს “PEN მარათონი” წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში შედგა. მწერლებს თემაზე: “ზღაპარი” სამუშაოდ 30 საათი დაეთმოთ.   შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში მათ “თელიანი ველი”-ს ღვინოც დაეხმარათ. მონაწილეებსა და სტუმრებს წინანდალში ღვინით სწორედ “თელიანი ველი” მანპინძლობდა. დასკვნით ღონისძიებაზე კი ყველა მონაწილესა და ჟიურის წევრს “PEN მარათონი”-ს ლოგოტიპის მქონე “თელიანი ველი”-ს სამახსოვრო ღვინო გადაეცათ.