0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

Are you 21 or older?

Yes
No

სიახლე

რომის უძველეს ენოთეკაში ქართული ღვინის - "თელიანი ველის" გამოფენა-გაყიდვა

 

11-12 მარტს რომში, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ინიციატივით ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოადგენილი იყო კომპანია ,,თელიანის ველი’’-ს სხვადასხვა დასახელების ღვინოები და ჭაჭა. დეგუსტაციაზე ,,თელიანი ველის’’ წარმომადგენელმა ბელგიაში, სტუმრებს ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია გააცნო. მთელი საღამოს განმავლობაში კი ეკრანზე მიმდინარეობდა დოკუმენტური ვიდეო მასალის ჩვენება ვაზის კულტურის, ღვინის წარმოებისა და ზოგადად საქართველოს შესახებ. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული ელჩები, რომის დიდგვაროვნები, პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ასევე ღვინის მწარმოებელი, სადისტრიბუციო და სხვადასხვა ენოთეკების წარმომადგენლები. სტუმრებმა ქართული ღვინო მოიწონეს და რომის ერთ-ერთ უძველეს ენოთეკაში აპრილის ბოლოს თელიანი ველი ქართული ღვინის გაყიდვაც დაიწყება.