0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

„საფერავი როზე“

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით “თელიანი ველმა” ახალი პროდუქტი - მშრალი ვარდისფერო ღვინო გამოუშვა, სახელწოდებით ,,საფერავი როზე”. ახალი ღვინით სუპერმარკეტების დახლები 21 ივლისიდან შეივსო. პროდუქტი "თელიანი ველმა" განსხავევბული შეფუთვითა და ხრახნიანი საცობით გამოუშვა. კომპანია პირველ წელს დაახლოებით 50-70 ათასი ბოთლი ,,საფერავი როზეს” წარმოებას გეგავს, რომელიც სრულად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. პარალელურად კი მიმდინარეობს მუშაობა პროდუქციის ექსპორტზე გატანის მიზნითაც. ღვინის გასაყიდი ფასი დახლზე 10 ლარი იქნება. საქართველოში ვარდისფერი ღვინოების ნიშა ჯერ კიდევ აუთვისებელია და მომხმარებლისთვის მეტად საინტერესო, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა “თელიანი ველი”-ს მენეჯმენტმა ამ ახალი პროდუქტის წარმოება. "როზე" ევროპაში დიდი პოლულარობით სარგებლობს. ამ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტისთვის ,,თელიანი ველმა” ახალი ჩამოსასხმელი ხაზიც შეისყიდა, რომელიც 3 ათას ბოთლს აწარმოებს საათში, ამასთან ჩამოსასხმელ ხაზს სხვა დატვირთვაც აქვს, მისი მეშვეობით კომპანია ცქრიალა ღვინის ჩამოსხმასაც გეგმავს.