0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

“თელი” და “მუკუზანი”

“თელი” და “მუკუზანი” დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლოს კონკურსზე ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.      2006 წლის 20 ივლისს “თელიანი ველის” ღვინოენმა “თელმა” და “ მუკუზანმა” კიდევ ერთი საეთაშორისო აღიარება მოიპოვა.  ღვინისა და ალკოჰოლის საერთაშორისო კონკურსზე რომელიც 1969 წელს დაარსდა ყოველწლიურად 50 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას . კომპეტენტური ჟიური მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ ტესტირებას და დეგუსტაციას ატარებს. წლევანდელ კონკურსზე წარმოდგენილ 5000 დასახელების სასმელს შორის, ბრინჯაოს მედლები “თელიანი ველის” “თელმა” და “მუკუზანმა” დაიმსახურა.