0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

Are you 21 or older?

Yes
No

სიახლე

"თელიანი ველი"-ს ღვინო უკვე მეორე წელია საუკეთესოდ სახელდება საფრანგეთში ჩატარებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონკურსში

"თელიანი ველი"-ს ღვინო უკვე მეორე წელია საუკეთესოდ სახელდება საფრანგეთში ჩატარებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონკურსში. ღვინის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში - Challenge Internation du Vin საფრანგეთში ყოველწლიურად ერთმანეთს 30-ზე მეტი ქვეყნის ბრენდები ეჯიბრება. 5000 სახეობის ღვინის დაგემოვნებისა და ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, კომპანია "თელიანი ველი"-ს ღვინოები "წინანდალი", "საფერავი" და "გაუფილტრავი საფერავი" ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. კონკურსი 2007 წლის ზახულში ჩატარდა, სიგელები კი კომპანიამ დღეს მიიღო.

შარშანდელ კონკურსში "თელმა" და "მუკუზანმა" ვერცხლის მედლები მიიღო.