The mystery of Georgian wine lies in its simplicity and splendor. Vine has always been the muse of a Georgian man. Nobody knows exactly when the Georgian man started to cultivate it, to love it. But one thing is clear, wine followed the Georgian man, rejoiced with him and was filled up. For centuries it grew prettier, wiser and quieter.

Are you over 18 year old?

Yes
No

საიტი მზადების პროცესშია

სიახლე

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

2013 წლის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „დეკანტერი“ „თელიანი ველის“ 2011 წლის მოსავლის წინანდალმა აიღო ბრინჯაოს მედალი, ხოლო 2011 წლის ქვევრის სამშვენისმა, 2011 წლის ცოლიკოურმა, 2012 წლის ტვიშმა და 2011 წლის მოსანოს კაბერნე-საფერავმა დაიმსახურა ჟიურის მოწონება. სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” დაარსდა 1997 წელს “თელიანის სამარკო ღვინოების მარნის” ბაზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა წინანდალში თელიანის ვენახების მახლობლად. განსაკუთრებული ნიადაგისა და მიკროკლიმატის გამო წინანდალი მუდამ ქართული მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამიტომ 1886-1887 წლებში ამ ტერიტორიაზე, ძველი მარნისა და თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ადგილზე, რუსეთის იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის, განკარგულებით აშენდა 2 სართულიანი, 150 ათას “ვედროიანი” ღვინის სარდაფი. 1891 წელს ამ ღვინის სარდაფში მოიწვიეს ფრანგი მეღვინე მოსსანო ბორდოდან. "თელიანი ველის" მეღვინე - სიმონ მეგუთნიშვილი: ჩვენ, ქართველებს გვიყვარს ღვინო სხვაგვარად. ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციებს. ღვინო ჩვენი სიამაყე და ჩვენი სიმბოლოა. ქართველებს 8000 წლის ტრადიცია აქვს ღვინის წარმოების და 500 სახეობაზე მეტი ვაზის ჯიში. ჩვენ გვაქვს უნიკალური ტრადიცია ქვევრებში ღვინის დაყენების. ქართული ღვინო ჩემთვის ყველაზე წმინდაა." Decanter World Wine Awards არის მსოფლიოს წამყვანი ღვინის კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება მკაცრად კონტროლირდება. Decanter World Wine Awards არის ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული ღვინის პლათფორმა ის რეკომენდაციებს აძლევს ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიმდინარე წელს მთელი მსოფლიოდან 219 ღვინის ექპერტი ესწრებოდა კონკურს, მათ 52 ქვეყნიდან, 14.362 ღვინო შეაფასეს .