ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?
საიტი მზადების პროცესშია
1 თასი და ოქროს მედალი, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - „თელიანი ველის“ დიდი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე! #IWC2019
★ ღვინის საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ -ზე წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა!
➦ „International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის 400 ექსპერტი ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა. „International Wine Challenge 2019“-ში 50-მდე ქვეყნის ათასობით ღვინომ მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კონკურს "Decanter World Wine Awards 2019" -ზე მოპოვებული პლატინის, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და უმაღლესი ჯილდო "Best in Show” საერთაშორისო კონკურსზე "Decanter 2019" წარმოდგენილმა "თელიანი ველის" ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -"Best in Show” ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ. 2019 წელს, მსოფლიოს 57 ქვეყნიდან 17 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას. კონკურსის
See More
FOODEX Japan 2019 - თელიანი ველი იაპონიაში, აზიის უმსხვილეს საკვებისა და სასმლის საერთაშორისო გამოფენაზე არის წარმოდგენილი. Foodex Japan მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. "FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგ
See More
2005 წლის 17 მაისს თბილისში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სს ’’თელიანი ველი’’ და ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ჰოლდინგი ‘’АгросЭко’’ რუსეთის ბაზარზე ბიზნეს პარტნიორები გახდნენ. მიღწეული შეთანხმებით ‘’АгросЭко’’ ხდება სს „თელიანი ველი”-ს პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის პოპულარიზაციას რუსეთის ფედერაციაში.
See More
შვედეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობაზე განაცხვადების წარდგენა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. თელიანი ველმა შვედეთის ბაზარზე შესატანად საფერავი წარადგინა. საბოლოო შედეგები აპრილის დასაწყისში იქნება ცნობილი. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში შვედეთის მთავრობა სექტემბერში 14 ათას ბოთლს გადატვირთავს. მსგავსი ტენდერი შარშანაც გამოცხადა, გამარჯვებულმა თელიანი ველმა მაშინ 10000 ბოთლი გაყიდა. შვედეთში თელიანი ველის პარტნიორი და იმპორტიორი კომპანია "გრანკვისტია".
See More