Loader Image Loader Image

ამერიკაში ყველაზე პოპულარული გამოცემების წამყვან ჟურნალისტებს „თელიანი ველი“ მასპინძლობს.

post-image

 

 

25 ოქტომბერს 11 საათზე თელიანი ველის ქარხანას ამერიკაში ყველაზე პოპულარული გამოცემების წამყვანი ჟურნალისტები ეწვივნენ. “New York Times”, ”Newsweek International”, “Bon Appetit”, “Wine Business Monthly”, “Wine Enthusiast”, “California Wine & Food” Travel Magazine აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდება აშშ-ს იმ გამოცემებში, რომლებიც ქვეყნდება და ვრცელდება არამხოლოდ ამერიკის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ღვინის ქარხანაში ვიზიტების დროს, ამერიკული მედიის წარმომადგენლებმა დააგემოვნეს ქართული ღვინოები, ისაუბრეს ქართული მევენახეობის, მეღვინეობის ტრადიციებისა და ვაზის ჯიშების შესახებ.       თელავში უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად ამერიკელი მსხვილი მყიდველ-იმპორტიორებიც ჩავიდნენ. მათი ვიზიტის მიზანია ღვინის ქარხნის საქმიანობის ადგილზე გაცნობა, ღვინოების დაგემოვნება და ქართული ღვინის აშშ-ში გატანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაა. ჟურნალისტებისა და ღვინის მყიდველ-იმპორტიორთა ვიზიტი ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კომერციულ გაყიდვებს აშშ-ს ბაზარზე. უცხოელების ვიზიტი „თელიანი ველის“ ქარხანაში განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

 

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020

სიახლეები

left right
post-image

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

arrow
post-image

კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

arrow
post-image

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

arrow
post-image

"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

arrow
post-image

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

arrow