Loader Image Loader Image

„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.

post-image

23 აპრილს, 18:00 საათზე, შარდენის ქ. 3/5, რესტორან „ბინაში“ გაიმართა „თელიანი ველის“ ახალი ღვინოების „გლეხურის“ პრეზენტაცია/პრესკონფერენცია, სადაც პირველად გაჟღერდა თუ ვინ არის ამ საიდუმლო ღვინოების მწარმოებელი კომპანია.

გლეხურის ღვინოების სერია: რქაწითელი ქვევრი, ქისი-მწვანე, ხაშმის საფერავი, ალავერდის საფერავი, იყალთოს მწვანე - ათი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანმა დააგემოვნა და მათთვის სასურველი გემო შეარჩია. „თელიანი ველის“ მიზანი იყო მომხმარებელს ისე დაეგემოვნებინა ღვინოები, რომ მათზე არც თვალისმომჭრელი ეტიკეტს, არც კომპანიის მჭექარე სახელს, და არც ფასს არ ემოქმედა. გემოს ძიების პროცესი ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ქართული ჯიშების მრავალფეროვნებამ, მეღვინის მიერ სათუთად შერჩეულმა ვენახებმა და ღვინის დაყენების ქართულმა ტრადიციულმა მეთოდმა ამ სერიის ქვეშ გააერთიანა სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი. ღვინის მოყვარულებმა შეარჩიეს საქეიფო, „მოსაწრუპი“ ნამდვილი ქართული ხარისხიანი ღვინოები.

უძველესი ქართული ჯიშების გაერთიანება, ქისა, გლეხის ლოგო, ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი გოგონები ეს ის დეტალებია, რამაც მომხმარებელი ქართულ ვენახებში ამოგზაურა, უნიკალურ ჟიშის ყურძნებს აზიარა, გლეხის ოჯახში შეახედა და დაალევინა ნამდვილი სახლური ღვინო.

სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი ღვინის მოყვარულის უამრავი ვიდეო და ფოტო აიტვირთა, ისინი აგემოვნებდნენ „გლეხურის“ სერიის ღვინოებს და ეძებდნენ მათთვის ყველაზე სასურველ გემოს. კომენტარები და ჩართულობა ამ ახალ ქართულ ღვინოებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს და კონკურენტუნარიანს ხდის.

ფასი ხელმისაწვდომია ყველა სეგმენტის ბოთლის ღვინის მომხმარებლისთვის მიუხედავად ღვინოების უნიკალური საგემოვნო თვისებების, განსხვავებულად ქართული შეფუთვის და მრავალფეროვნების.

”ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია.

ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა..ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ქართველმა კაცმა მისი მოშინაურება, მისი სიყვარული... თუმცა ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოჰყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო. საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია...

გლეხური არის ღვინო რომელიც გიყვება, ღვინო, რომელიც მოგყვება, გალხენს და გადიდებს . .

ეძიე და მოყევი ღვინოს!

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020

სიახლეები

left right
post-image

7 ნოემბერს კახელებმა, საყვარელი მეფის დაბადების დღე, თელიანი ველის ღვინით მიულოცეს ერთმანეთს

arrow
post-image

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

arrow
post-image

კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

arrow
post-image

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

arrow
post-image

"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

arrow
post-image

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

arrow