Loader Image Loader Image
bg

მეღვინეობა

ეს საქართველოა, არაამქვეყნიური სიმდიდრით განთქმული მიწა, სადაც მეღვინეობა ეროვნული იდენტობის პირველ მარცვალთან ერთად, 8000 წლის წინ ჩაისახა და განვითარებას დღემდე ამაყად აგრძელებს.

საქართველო ღვინის სამშობლოა, მეღვინეობის 10 განქმული რეგიონითა და 29 მიკროზონით. აქ ყველაფერი ერთად იყრის თავს: იდეალური კლიმატი, ნოყიერი ნიადაგი, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და უსაზღვრო შთაგონება. 

 

ქართველებისთვის ღვინო უხსოვარი დროიდან კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რასაც მეღვინეობის რვაათასწლიანი უწყვეტი ტრადიცია და საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი და ღვინო მოწმობს.

საქართველო ენდემური ვაზის ჯიშების ნაირფეროვნებით გამოირჩევა. ღვინის 10 რეგიონსა და 25 მიკროზონაში ადგილობრივი ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული, მათ შორის, ყველაზე განთქმული საფერავი და რქაწითელია.

  • ქვევრი
  • ტექნოლოგია
  • მაცერაცია
  • მრავალეროვანი ტრადიციები

ეს პროცესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, მაგალითად კახეთში ალკოჰოლური ფერმენტაცია ხშირად ჭაჭის თანხლებით ხდება.

ქვევრი

ქვევრი თიხის ჭურჭელია, რომელიც ტრადიციული ქართული ღვინის დადუღებისა და დავარგებისთვის გამოიყენება.

მაცერაცია

ტრადიციულად, ფერმენტაციის შემდეგ, ქვევრს ჰერმეტულად ხურავენ და ტოვებენ რამდენიმე თვის განმავლობაში ყურძნის კანთან და წიპწებთან ერთად საჭირო ნივთიერებებისა და არომატების ექსტრაქციისთვის.

ტექნოლოგია

ერთი შეხედვით, ქვევრში ღვინის დაყენება ძალიან მარტივია: ყურძენს მიწაში დამარხულ ქვევრში ვათავსებთ და ვტოვებთ. დანარჩენი ბუნების ჯადოქრობისა და უზუსტესი მეცნიერების დელიკატური შერწყმაა.

ქვევრის ღვინო

ქვევრის ღვინოს მთელს საქართველოში აყენებენ. მეღვინეობის ეს მეთოდი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია.კახეთში ღვინის დუღილი სრული ჭაჭის თანხლებით ხდება, ხოლო იმერეთში დურდოს მხოლოდ ჭაჭის ნაწილს ამატებენ.

ქვევრი

ქვევრი მარადიული განახლების სიმბოლოა. ათასწლეულების სიბრძნითა და გამოცდილებით დამუხტული ჭურჭელი მიწის ქვეშ იმარხება და ილუქება. ახალი სიცოცხლით აღსავსე ღვინო თავად წყვეტს, თუ როდისაა მზად დასაბადებლად.

მისი უპირატესობა

მიწისქვეშა კლიმატი სტაბილურად 13-15°C გრადუსს ინარჩუნებს, რაც დუღილისათვის იდეალურ პირობებს ქმნის. ქვევრის ღვინო უნიკალური ენზიმური პროფილითა და უბადლო გემოთი გამოირჩევა.

ეროვნული სიამაყე

ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი  იუნესკომ 2013 წელს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

ქართული მეღვინეობის რეგიონები და ყურძნის ჯიშები

location-icon

ღვინის სამშობლო

grape-icon

525 ჯიში

location-icon

8000 წელი

Loader ImageLoader Image

ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენების 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია, ცოდნა და გამოცდილება ქართულ ოჯახებში თაობებს გადაეცემა. ის დღემდე ფართოდ გამოიყენება და მსოფლიოში ქართული ღვინის სიმბოლოდ იქცა.

ქვევრი სამყაროების გზაგასაყარია, სადაც საქართველოს წარსული და აწმყო იკვეთება.

This is an invitation to awaken
your
soul, laugh and love like a
Georgian,
change the way you look at the
world ,
and be just a little more
Georgian!