Loader Image Loader Image
visit us hero

გვესტუმრეთ

მეღვინეობა "თელიანი ველი" საქართველოს მეღვინეობის შუაგულში, კახეთში მდებარეობს და სტუმრებს გამორჩეული ღვინით მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლდება.

quotes

რთველი

რთველი რთველი მოსავლის, ნაყოფიერების, ბარაქის დღესასწაულია. წელიწადის უმთავრესი მოვლენა მეღვინეობაში, ტრადიციულად, სექტემბერში იწყება და რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. გათენებიდან გვიან საღამომდე, თელიანი ველის მთელი გუნდი სიმღერის, მუსიკის და საყოველთაო მხიარულების ფონზე მუხლჩაუხრელად შრომობს.

 

თელიანი ველის სტუმრებს რთველის ყველა ნაწილში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

flass of wine
flass of wine quotes

Rtveli

rtveli

ღვინის ტური

თელიანი ველის ღვინის ტური 1 საათის განმავლობაში გრძელდება. ტურის ფარგლებში სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ მეღვინეობა, მოისმინონ ქართული ღვინის ისტორია, შეიტყონ ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდის შესახებ და გაეცნონ ღვინის წარმოების სხვადასხვა ეტაპს. 

ვიზიტის ბოლოს, სტუმრები თელიანი ველის ენოთეკაში ჩვენს რჩეულ ღვინოებს დააგემოვნებენ.

დეტალური ინფორმაციისათვის და ტურების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: winery@telianivalley.com

quote
guest house

სასტუმრო

თელიანი ველის სასტუმრო კახეთში, თელავის შესასვლელში მდებარეობას. სასტუმრო ღვინის მოყვარულებს 2005 წლიდან მასპინძლობს.

wine tasting

ღვინის დეგუსტაცია

თელიანი ველის სტუმრებს, ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს შესაძლებლობა აქვთ ღვინო დააგემოვნონ სომელიესთან ერთად, დეგუსტაციის სტანდარტების დაცვით.