0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

ჩინური შოუ "City Eye" საქართველოში!

Welcome to Georgia - ჩინური შოუ "City Eye" საქართველოს ესტუმრა და გადაცემა საქართველოს, ქართული ღვინის კულტურის და ქვევრის ღვინოების შესახებ მოამზადა! 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები თელიანი ველის მთავარ მეღვინესთან ერთად დაესწრნენ ქვევრის გახსნის ცერემონიას, მოინახულეს მარანი, დააგემოვნეს ქართული ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელა, გაეცნნენ ქართული სუფრის ტრადიციას. 

ასევე შედგა შეხვედრა თელიანი ველის გენერალურ დირექტორთან, შოთა ხობელიასთან. ინტერვიუსას საუბარი შეეხო ქართულ ღვინოებს, თელიანი ველის ისტორიასა და სამომავლო გეგმებს!

ჩინელმა მაყურებელმა ქართული ღვინის კულტურის შესახებ გადაცემა უკვე იხილა.