0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

დიუმას “კავკასია” და “თელიანი ველი”

25 მარტს  ალ.დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში ალ.დიუმას “კავკასიის” თარგმანის  პრეზენტაცია შედგა. კომპანია “თელიანი ველი” პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს კონიაკით “ლე კაუკასი” და ღვინით “საფერავი” და “წინანდალი” გაუმასპინძლდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო: მისი უდიდებულესობა  საფრანგეთის ელჩი საქართველოში  ერიკ ფურნიე, მისი უდიდებულესობა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში,  ევროსაბჭოს ექსპერტები.