0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

ელდარ რიაზანოვმა “თელიანი ველი”-ს ღვინო დააგემოვნა

27.04.08-3.05.08 - საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირისა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოწვევევით, თბილისში რამდენიმე დღით ლეგენდარული ფილმების ავტორი, რეჟისორი ელდარ რიაზანოვი ჩამოვიდა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ცნობილმა რეჟისორმა საქართველოს სიყვარულზე, საკუთარ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა. ელდარ რიაზანოვმა მცხეთა მოინახულა, 30 წლიანი პაუზის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და ქართული, “თელიანი ველი”- ს ღვინო დააგემოვნა. გენიალური რეჟისორის შემოქმედებითი საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. ელდარ რიაზანოვი უწმინდესმა დალოცა. საქართველოს პრეზიდენტისგან კი ცნობილმა კინო რეჟისორმა ღირსების ორდენი და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა დაიმსახურა. კომპანიამ “თელიანი ველი” ცნობილ რეჟისორს, სპეციალურად მისთვის ჩამოსხმული გაუფილტრავი საფერავი და წინანდალი უსახსოვრა.