0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

ISO 22000 და 9001 ხარისხის სერთიფიკატი

ღვინის მწარმოებელ კომპანიას თელიანი ველი ISO 22000 და 9001 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატები მიენიჭა. სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა 27 სექტემბერს,  თელავში `“თელიანი ველის“ ქარხნის ტერიტორიაზე. საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 („ხარისხის მენეჯმენტის სისტემები – მოთხოვნები“) და ISO 22000 („საკვები პროდუქტების უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები. სასურსათო ჯაჭვში ნებისმიერი ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნები“) მოთხოვნების შესაბამისი მენეჯმენტის სისტემა მოწოდებულია უზრუნველყოს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი და უვნებლობა, რათა მთლიანად იქნას დაკმაყოფილებული მომხმარებელთა ინტერესები და სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნები. ISO 9001 და 22000 წარმოადგენს ჩარჩოკონვენციას თანამედროვე ბიზნეს-სამყარაში კომერციული მიზნების ეფექტურად მიღწევისათვის. მსოფლიო ეკონომიკის ყველა სექტორის წამყვანი კომპანია ბიზნესურთიერთობის დასამყარებლად ირჩევს ISO 9001 და 22000 სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციას, რაც მის კონკურენტულ უპირატესობაში აისახება. სს „თელიანი ველში” სასერტიფიკაციო აუდიტი 2006 წელს დაიწყო, შემოწმება ჩაატარა დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში ამ სფეროში ლიდერი სერტიფიკაციის ასოციაციის “Russian Register“ ექსპერტებმა. იგი არის საერთაშორისო გაერთიანება IQNET წევრი, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტი განვითარებული ქვეყნის ლიდერ სერტიფიკაციის ორგანოებს.