0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

ლატვიასა და ესტონეთში “თელიანი ველ”-ს ახალი იმპორტიორი ჰყავს

 

26-28 მაისს რიგასა და ტალინში ”თელიანი ველი”-სა და ორი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ახალი იმპორტიორების დახმარებით “თელიანი ველი” ლატვიასა და ესტონეთში ისეთივე ლიდერის პოზიციის დაკავებას აპირებს, როგორც საქართველოში და სხვა ქვეყნების ბაზრებზე აქვს. ახალი იმპორტიორების დახმარებით “თელიანი ველი” პროდუქციის გაყიდვების მკვეთრ ზრდას ელოდება. ლატვიაში “თელიანი ველი”-ს კომპანიონი კომპანია “პარკ ემ ვეა”, ესტონეთში კი კომპანია “დანქერი”. კომპანიებმა თანამშრომლობის შესახებ რიგასა და ესტონეთში გამართულ ოფიციალურ მიღებებზე ვრცლად ისაუბრეს. მიღებებზე ასევე “თელიანი ველი”-ის ღვინოების დეგუსტაცია შედგა. დეგუსტაციის შემდეგ, სტილიზებული ფოლკლორის თეატრ “ნაბადი”-ს კონცერტი გაიმართა, რომელსაც 300 სტუმარი ესწრებოდა.