0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

მოსსანო

წინა საახალწოდ თელიანი ველმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა მომხმარებელს, დეკემბრიდან მაღაზიების თაროებზე დაიდება ღვინოების ახალი ქართულ-ფრანგული კოლექცია “მოსსანო”. ამ კოლექციის გამოშვება თელიანი ველის ახალი ფრანგი მეღვინის - მარკ დვორკინის ინიციატივით მოხდა.

“მოსსანოს” კონცეფციის და სახელის არჩევა შემთხვევით არ მომხდარა, მერლ ანტუან მოსსანო მეცხრამეტე საუკუნეში, ქალაქ ბორდოში დაიბადა. 1891 წელს ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით იგი საქართველოში კახეთის საუფლისწულო მამულებში მოიწვიეს მთავარ მეღვინედ.
მოსსანო საქართველოში 9 წელი მოღვაწეობდა. მან პირველად შემოიღო საქართველოში ადგილობრივი ჯიშის ყურძნებისაგან ევროპული ტიპის ღვინის დაყენება. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოიტანეს და გააშენეს სხვადასხვა ფრანგული ყურძნის ჯიშები. უცხო ჯიშებიდან განსაკუთრებით თელიანის ველზე გაშენებულმა კაბერნე-სოვინიონმა ივარგა, რომლისგანაც საიმპერატორო ღვინო “თელიანი” დაამზადეს..

“მოსსანოს” კოლექციის ღვინოების დამზადებისას გამოიყენება საქართველოში მოყვანილი ქართული და ფრანგული ჯიშის ყურძნები, რომელთაც სათუთად კრეფენ და შემდეგ ხელით არჩევენ. ღვინის გადაღებები ხდება გრავიტაციით ტუმბოების გარეშე, თვითდინებით. ასეთ დროს ღვინო ნაკლებად წუხდება, რაც ხელს უწყობს ჯიშისათვის დამახასიათებელი თავდაპირველი გემოებისა და არომატების შენარჩუნებას.

ამ ეტაპზე “მოსსანოს” კოლექციაში 5 ღვინოა გაერთინებული: კაბერნე-საფერავი; საფერავი როზე; შარდონე-რქაწითელი; სოვინიონ ბლანი; სოვინიონ-მწვანე. კოლექციის მთავარ ბრენდს – “მოსსანოს თელიანს” - კომპანია გაზაფხულზე შესთავაზებს მომხმარებელს.

ახალი სერიის გამოსვლასთან დაკავშირებით თელიანი ველმა გამოაცხადა კონკურსი “მოსსანოს” პოსტერის დიზაინზე. მერლ ანტუან მოსსანომ თავისი საქმიანობით უამრავი სიახლე დანერგა საქართველოში და ქართული ღვინის წარმოების განვითარებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. თელიანი ველი აგრძელებს ამ ტრადიციას და გეგმავს “მოსსანოს” კოლექცით საქართველოში სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას. პირველი ნაბიჯები ამ საქმეში “მოსსანოს” პოსტერის კონკურსია, ევროპაში კარგად განვითარებული ხელოვნების ეს დარგი საქართველოში მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს.

“მოსსანოს” პრეზენტაციაზე კომპეტენტური ჟიური გამოავლენს კონკურსის გამარჯვებულებს, როლებიც მიიღებენ ფულად და სხვა წამახალისებელ პრიზებს. პრეზენტაციის ბოლოს ჩატარდება “მოსსანოს” კოლექციის ღვინოების დეგუსტაცია.