0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

მუკუზანი - საუკეთესო გემო

საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსებზე გამარჯვებულებს შორის კვლავ “თელიანი ველის” წითელი მშრალი ღვინო “მუკუზანი” ლიდერობს. რამდენიმე დღის წინ ლონდონში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში “მუკუზანი” კომპეტენტურმა

ჟიურიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. ასევე ბრინჯაოს მედალი  მიანიჭეს კომპანია  “თელიანი ველის” მეორე წარგზავნილ ღვინოს “საფერავს”.  “თელიანი ველი”-სთვის ლონდონში ჩატარებული სხვა კონკურსებიც წარმატებული იყო. ”International  Wine Challenge”- ის კონკურსზე  2006 წელს ჩამოსხმულმა “მუკუზანი” და “წინანდალი” ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა. სპეციალური სიგელები გადაეცათ 2007 წლის  “ცოლიკაურს” და “კაბერნე საფერავს”.

ისევ ლონდონი. ამჯერად “DECANTER” ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც აპრილში ჩატარდა. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსზე წარმოდგენილი  “თელიანი ველის” 2008 წლის “შარდონე-რქაწითელი” და  2007 წლის “წინანდალი” ბრინჯაოს მედლებით, ხოლო 2007 წლის “საფერავი” სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. “DECANTER” პრესტიჟულ კონკურსში ტრადიციულად  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოს  წამყვანი კომპანიები  მონაწილეობენ,  რომლებიც კონკურსზე  წარმოდგენილნი არიან ღვინის წარმოების სიძველის მიხედვით.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსების წესების მიხედვით ღვინის კომპანიები თავად ირჩევენ კონკურსზე წარსადგენი პროდუქციის ტიპს. აღსანიშნავია რომ კომპანიის “თელიანი ველი” მიერ წარდგენილმა ყველა ღვინომ 2010 წელს ჩატარებულ ყველა კონკურსზე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა, რასაც კომპეტენტური სომელიებისა და ჟიურის მიერ “თელიანი ველის” სხვადასხვა სახეობის ბოთლის ღვინოების მედლებით და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვებაც მოჰყვა.

“მუკუზანის” განსაკუთრებულ გემოზე წერს მსოფლიოს წამყვანი ღვინის ჟურნალი “Wine Spectator”, რომელმაც “ თელიანი ველის” ღვინოს “მუკუზანი” ძველი რეგიონის ახალი აღმოჩენა უწოდა და მას უმაღლესი შეფასება მისცა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებელი კომპანიის 15 ათასი დასახელების ღვინო. შეფასება 85-დან 88 ქულამდეა. “თელიანი ველის” ”მუკუზანი” უმაღლესი - 88 ქულით შეფასდა.

“მუკუზანი” წელს ქართულ კონკურსზეც გამარჯვებული ბრენდია. ღვინის მესამე ეროვნულ კონკურსზე სომელიები სპეციალურად უცხოეთიდან მოიწვიეს. ”მუკუზანმა” ოქროს მედალი, ხოლო კონკურსზე წარდგენილმა წითელმა მშრალმა ღვინომ “კაბერნე საფერავმა” და “საფერავმა” ვერცხლის მედლები მიიღეს. კომპანიას “თელიანი ველი” კონკურსისთვის წარდგენილი ჰქონდა ხუთი დასახელების ღვინო. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით - “თელიანი ველის” მიერ წარდგენილმა ყველა ღვინომ შესაბამისი შეფასება დაიმსახურა. წლევანდელ კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 33 კომპანია მონაწილეობდა და მთლიანობაში 161 დასახელების ნიმუში იყო წარდგენილი.