0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

მუკუზანი “Wine Spectator”-ში

 

მსოფლიოს  წამყვანმა  ღვინის ჟურნალმა “Wine Spectator”-მა კომპანიის “თელიანი ველი” ღვინოს “მუკუზანი” უმაღლესი შეფასება მისცა. კონკურსზე  წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებელი კომპანიის 15 ათასი დასახელების ღვინო.  დეგუსტაცია ეგრეთ წოდებული “ბრმა” მეთოდით ჩატარდა. ანუ ბოთლი სპეციალურად იყო შეფუთული იმისათვის რომ, სომელიეს და კონკურსის ჟიურის წევრებს  ღვინის დასახელება და მწარმოებელი ქვეყანა  წინასწარ არ სცოდნოდათ. შეფასება  85-დან 88 ქულამდეა. წითელი, მშრალი ”მუკუზანი” კომპანია “თელიანი ველისგან” 88 ქულით შეფასდა. ამ ფაქტს ჟურნალის “Wine Spectator”- ის მთავარმა რედაქტორმა თომას მეთიუსმა სპეციალური სტატია მიუძღვნა. იგი აღნიშნავს რომ, საქართველოში ვენახების 70% კახეთში მდებარეობს. ”მუკუზანის” წარმოშობის ისტორიაც ამ რეგიონს უკავშირდება.” დასანანია რომ, ასეთი გამორჩეული და საუცხოო გემოს ღვინო შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით არ არის წარმოდგენილი”-აცხადებს თომას მათეუსი