0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

პირველი ამერიკული ტრანში საქართველოში

ამერიკულ სამთავრობო ორგანიზაცია OPIC-owerseas private investment corporation-სა და საქართველოში მოწინავე ღვინის მწარმოებელ კომპანია „თელიან ველს“ შორის 15 მილიონიანი პროექტი გაფორმდა. OPIC უმსხვილესი ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონგრესის უშუალო დაქვემდებარებაშია და ხელს უწყობს, სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკული კაპიტალის მქონე კერძო ბიზნესის განვითარებას. კომპანია „ თელიანი ველის“ 25 %–ის მფლობელი , სწორედ ამერიკული ფონდი Fire Birds –ია. მოლაპარაკება პროექტის განხორციელებაზე, კომპანია „თელიან ველსა“ და OPIC-ს შორის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმატებული შეთანხმების შემდეგ, პირველი ტრანსაქცია 5 მილიონი დოლარის ოდენობით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ განხორციელდა. თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში პრეზიდენტების შეხვედრის დროს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ OPIC საქართველოში კერძო ბიზნესის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია. OPIC –ისა და კომპანია „თელიანი ველის“ ერთობლივი პროექტი მთლიანობაში 15 მილიონი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს, რომლიდანაც 8 მილიონის გრძელვადიან სესხს, OPIC გამოყოფს და 7–ი მილიონის ინვესტიციას თავად ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანია განახორციელებს. თანხა ქართული ღვინის ექსპორტს, დამატებითი პროდუქციის შექმნას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და ამ დარგის აღორძინებას მოხმარდება. საქართველოში მოწინავე ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელიან ველი“, სხვადასხვა სახის პროდუქციის დისტრიბუციას მსოფლიოს 25 ქვეყანაში აწარმოებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.