0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

„საქართველოს ბანკის“ შვილობილმა კომპაიამ სს “გალტ ენდ თაგგარტ კაპიტალი” „თელიანი ველის“ აქციების ნაწილი იყიდა

 

ქართული ღვინის მწარმოებელი ლიდერი კომპანიის     “თელიანი ველი”-ს სტრატეგიული პარტნიორი და ერთ-ერთი აქციონერი „საქართველოს ბანკი“-ს შვილობილი კომპაია სს “გალტ ენდ თაგგარტ კაპიტალი” გახდა. „საქართველოს ბანკი“-ს შვილობილ კომპანიის სს “გალტ ენდ თაგგარტ კაპიტალს” მიერ “თელიანი ველში“ ინვესტიციის განხორციელების მიზეზი - ქართული ღვინის, კონკრეტულად კი „თელიანი ველი“-ს მიერ წარმოებული პროდუქციის პოტენციალი და კომპანიის ზრდის პესტექტივა გახდა. “თელიანი ველი“-ს მენეჯმენტში მყოფი ახალგაზრდა გუნდის მიერ დასახული სტატეგიის მიხედვით, შემოსული ინვესტიცია მოხმარდება საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას, საკუთარი ვენახების მასივების შევსებას სახვადასხვა მიკროზონაში, მარკეტინგული სტრატეგიის გაუმჯობესებასა და საბოლოოდ უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის გაყიდვების ზრდას როგორც საქარათველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ინვესტიცია საშუალებას მისცემს როგორც “თელიანი ველს” ასევე ზოგადად ქართულ ღვინოს გაამყაროს საკუთარი პოზიცია გაამყაროს საერთაშორისო ღვინის ბაზარზე. გარდა ამისა მიღებული ინვერსიცია მოხმარდება „თელიანი ჯგუფში“ შემავალი ახალი კომპანიების განვითარებას.