0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია

სასტუმრო ,,რადისონ  ბლუ  ივერიაში" 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია გაიმართა, რომლის პარტნიორიც თელიანი ველი გახლდათ.

სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გამოვლინდა კენჭისყრით, რომელშიც სესიის დელეგატები მონაწილეობდნენ. 

ნომინაციაში - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი იყვნენ: ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე , გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.

კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესი ხმები მიიღო ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა სეოკ-ის რჩეული. 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს - ლაშა ტალახაძეს ფულად საჩუქართან ერთად სპეციალური პრიზი „ოლიმპიური ალი" გადაეცა, ხოლო  2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინანტებს გენო პეტრიაშვილს და ლუხუმ ჩხვიმიანს "თელიანმა ველმა" ფულადი საჩუქრები გადასცა.