0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

“შეუზღუდავი შესაძლებლობები ერთად”

 

სოციალურ  აქციებს საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა. მაშინ, როდესაც „თელიანი ველის“ ორგანიზებით,  შარდენის ქუჩაზე, ღვინის ფესტივალის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა და მოზარდებმა თეატრალური წარმოდგენა “დიონისია“  დადგეს. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა, კომპანიამ “თელიანი ველი”  სოციალური აქცია თბილისში მდებარე ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ “სათნოებაში” განახორციელა. აქცენტი ბავშვთა განათლებასა და მათ სოციალურ აქტიურობაზე გაკეთდა. მარტის თვეში “სათნოების “ აღსაზრდელებს ხატვის გაკვეთილები  მათთვის საყვარელმა მხატვარმა, ზაალ სულაკაურმა ჩაუტარა, რისი ხარჯებიც კომპანიამ დაფარა. ბავშვებმა სააღდგომო თემატიკის ნახატები შეასრულეს.

 

საუკეთესო ნამუშევრების მიხედვით კომპანიამ სააღდგომო მისალოცები და საფოსტო ბარათები დაამზადა.  სწორედ ამ მისალოცებით მიულოცა კოპანიამ  თავის მეგობრებსა და კლიენტებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.           საქველმოქმედო  პროექტი სააღდგომოდ არ დასრულებულა.”თელიანი ველის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,ბავშვთა სახლის “სათნოების” აღსაზრდელებს მთელი წლის განმავლობაში შეასწავლიან ცეკვას, ფეხბურთსა და კინგბოქსინგს, ხოლო პედაგოგების ანაზღაურებას, მთლიანად კომპანია “თელიანი ველი” უზრუნველყოფს.