0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

Are you 21 or older?

Yes
No

სიახლე

“თელიანი ველი” მსოფლიოს ლეგენდარულ დირიჟორ იური ტემირკანოვს ქართული ღვინით ასაჩუქრებს.

 

“თელიანი ველმა” მსოფლიოს ლეგენდარული დირიჟორი იური ტემირკანოვი და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის 110 წევრი ქართული ღვინით დაასაჩუქრა. სტუმრებს “საფერავი” და “წინანდალი” გადაეცათ 14 ივლისს 17:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს კულტურის მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე. მიღება მიეძღვნა მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანის პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწობის 30 წლის იუბილეს. პაატა ბურჭულაძემ და იური ტემირკანოვმა ტრადიციულად “თელიანი ველი”-ს ეტიკეტზე სამახსოვრო ავტოგრაფები დატოვეს.