0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

8-10 ნოემბრს ჰონკონგში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე თელიანი ველის ხუთმა ღვინომ ბრინჯაოს მედალი აიღო. კონკურსზე რვა ათასზე მეტი ღვინო იღებდა მონაწილეობას.

კაბერნე საფერავი 2011, შარდონე რქაწითელი 2011, საფერავი 2011, წინანდალი 2010; ტვიში 2011თელიანი ველის ეს გამარჯვებულ ღვინოები შეიძლება მოხვდეს ჰონკონგის პრესტიჟულ რესტორნების ელექტრონული მენიუში, სადაც კერძისა და ღვინის ხუთ ძირითად შეხამებას გიჩვენებს . კონკურსში გამარჯვებულ სასმელებზე მოთხოვნა იზრდება შორეული აზიის სხვა ქვეყნებშიც.

ჰონკონგის ფესტივალზე ყოველწლიურად თოთხმეტი ათასზე მეტი ღვინის მოყვარული და მომხმარებელი იყრის თავს. რაც უმთავრესია, ჰონკონგი ის ადგილია, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზარზე დიდ გავლენას ახდენს და მას გარკვეულ ტენდენციებსაც კარნახობს.