0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

წარმატება IWC2018-ზე!

1 ოქრო, 4 ვერცხლი და 7 ბრინჯაო - „თელიანი ველის“ კიდევ ერთი დიდი წარმატება!

 

ღვინის საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2018“ -ზე წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა!  „International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა. „International Wine Challenge 2018“-ში 55 ქვეყნის ათასობით ღვინომ მიიღო მონაწილეობა. 

გლეხური ქისი ქვევრი 2015 - ოქრო

მანავის მწვანე 2017- ვერცხლი 
️მუკუზანი 2016 - ვერცხლი 
️საფერავი 2016 - ვერცხლი
️წინანდალი მუხაში 2016 - ვერცხლი

ქინძმარაული 2016 - ბრინჯაო 
️ქისი მწვანე 2017 - ბრინჯაო 
️წინანდალი 2016 - ბრინჯაო
️ცოლიკოური 2017 - ბრინჯაო 
️ტვიში 2016 - ბრინჯაო

გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2016 - ბრინჯაო 
️გლეხური რქაწითელი ქვევრი 2016 - ბრინჯაო