0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

Vinexpo Bordeaux 2019

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 13-16 მაისს ღვინის საერთაშორისო გამოფენა VinExpo Bordeaux 2019 გაიმართა. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს. აღნიშნულ გამოფენაში საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ იყო წარმოდგენილი.

Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მიმდინარეობს ოთხი დღის განმავლობაში და განკუთვნილია მხოლოდ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენელი სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაში 30 ქვეყნის 1600-მა მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „თელიანი ველის“ სხვადასხვა  პროდუქცია. სტუმრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დამზადებული ღვინო „გლეხური“. ასევე, უდიდესი მოწონება დაიმსახურა ახალმა პრემიალურმა ბრენდმა „სამთავრომ“. გამოფენის ფარგლებში უამრავ დაინტერესებულ ვიზიტორს ჰქონდა საშუალება დაეგემოვნებინათ ღვინო, გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ. ასევე, 4 დღის განმავლობაში მრავალი ბიზნეს მოლაპარება შედგა, რაც სამომავლო თანამშრომლობასა და უამრავ ახალ საინტერესო საერთაშორიო ბაზარზე „თელიანი ველის“ პროდუქციის წარმოდგენას ითვალისწინებს.

 ბმული: https://www.vinexpobordeaux.com/?lang=en

 

კონტაქტი მედიისთვის:

სს „თელიანი ველი“

სალომე მოსიძე

Email: s.mosidze@telianivalley.com

Mob: +995 591225552