კონფიდენციალურობის პოლიტიკა
2024 წელი
I.ვინ ვართ ჩვენ
სააქციო საზოგადოება „თელიანი ველი“ (შემდგომში - კომპანია)
საიდენტიფიკაციო ნომერი: 203855444
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თელავი, თბილისის გზატკეცილი, N 43
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: 06/5-23; 25/09/1997
II. კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანი
სააქციო საზოგადოება „თელიანი ველისათვის“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე მონაცემთა დამუშავების პროცესის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, აღწეროს კომპანიაში მიმდინარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი.
III.მონაცემების დამუშავებისპრინციპები
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კონსტიტუციის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებისა და საერთაშორისო სტანდარტების/აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვიცავთ კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, მონაცემთა ღირსების შეულახავად მონაცემთა დამუშავების, მიზნის შეზღუდვის, მონაცემთა მინიმიზაციის, მონაცემთა ნამდვილობისა და სიზუსტის, მონაცემთა შენახვის ვადის შეზღუდვისა და მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპებს.
IV. რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ? პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები
კომპანიის მიერ საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების მიზნით, გროვდება და მუშავდება პერსონალური მონაცემები, რომელიც შემდგომ კატეგორიებში ერთიანდება:
საიდენტიფიკაციო მონაცემები |
სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი (პირადობის მოწმობის/პასპორტის მონაცემები), მოქალაქეობა. |
საკონტაქტო ინფორმაცია |
ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/რეგისტრაციის მისამართი, ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი. |
სოციო-დემოგრაფიული მონაცემები |
დასაქმების/პროფესიის შესახებ ინფორმაცია, განათლება. |
სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მონაცემები |
ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია (დაზღვევით სარგებლობის მიზნით); საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია. |
ფინანსური მონაცემები |
ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ანგარიში ნომერი; |
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები |
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები. |
სახელშეკრულებო მონაცემები |
ინფორმაცია პირის პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ. |
V.ვის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნ(ებ)ითა და საფუძვლ(ებ)ით?
1. დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემები
მონაცემთა დამუშავების მიზანი |
მონაცემთა კატეგორია |
მონაცემთა დამუშავების საფუძველი
|
შენახვის ვადა |
|
შრომითი ხელშეკრულების დადება და მისგან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება |
საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკონტაქტო ინფორმაცია; სოციო-დემოგრაფიული მონაცემები; სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მონაცემები; ფინანსური მონაცემები |
თქვენი თანხმობა გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულება |
ხელშეკრულების შეწყვეტიდან/ ვადის გასვლიდან 5 წლის მანძილზე კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დასაქმებულის მიმართ ცნობის გასაცემად. |
|
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებიც მუშავდება დასაქმებულის პირადი საქმეების წარმოებისას |
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. |
თქვენი თანხმობა ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი |
ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი ვადით |
|
მონაცემების შეგროვების წყარო |
მონაცემები გროვდება უშუალოდ დასაქმებულისგან. |
|||
2. დასაქმების მსურველ პირთა პერსონალური მონაცემები
მონაცემთა დამუშავების მიზანი |
მონაცემთა კატეგორია |
მონაცემთა დამუშავების საფუძველი
|
შენახვის ვადა |
|
კომპანიაში დასაქმების მსურველი პირის კვალიფიკაციის შესაბამისობის განსაზღვრა დასაკავებელ თანამდებობასთან |
საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკონტაქტო ინფორმაცია; სოციო-დემოგრაფიული მონაცემები |
თქვენი თანხმობა ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი |
იმ კანდიდატების მონაცემები, რომელთა კომპანიაში დასაქმების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, კომპანიაში არ ინახება და ნადგურდება კონკურსის ეტაპის დასრულებისთანავე. |
|
მონაცემების შეგროვების წყარო |
მონაცემები გროვდება უშუალოდ კანდიდატისგან. |
|||
3. მომსახურების ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები
მონაცემთა დამუშავების მიზანი |
მონაცემთა კატეგორია |
მონაცემთა დამუშავების საფუძველი
|
შენახვის ვადა |
|
კომპანიის მიერ მომსახურების ან ნივთის/საქონლის მიღება/შესყიდვა |
საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკონტაქტო ინფორმაცია; სოციო დემოგრაფიული (ეს მონაცემი გროვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ხელშეკრულება ფორმდება იურიდიულ პირთან. იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ ამ იურიდიულ პირში დაკავებული თანამდებობის ჭრილში) სახელშეკრულები მონაცემები |
თქვენი თანხმობა ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად |
ხელშეკრულების შეწყვეტიდან/ ვადის გასვლიდან 4 წლის მანძილზე კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად. |
|
მონაცემების შეგროვების წყარო |
მონაცემები გროვდება უშუალოდ ფიზიკური ან იურიდიული პირისგან, რომელთანაც ფორმდება ხელშეკრულება. |
|||
VI. არასრულწლოვანთა მონაცემები
VII. გარდაცვლილი პირის მონაცემები
ჩვენ, გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემებს ვამუშავებთ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და კომპანიის სახელშეკრულებო უფლებამოსილებების/ინტერესების რეალიზაციის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
VIII.წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ მონაცემებს და როგორ ვიცავთ მოპოვებულ მონაცემებს
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ, როდესაც:
- როდესაც აგზავნით განაცხადს კომპანიაში არსებული ვაკანტური ადგილის დასაკავებლად;
- როდესაც ხდებით კომპანიის თანამშრომელი;
- როდესაც თქვენთან ფორმდება მომსახურების თუ სხვა ტიპის ხელშეკრულება;
- როდესაც აგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
- ჩვენ მონაცემებს ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი და სხვა საჯარო ორგანიზაციებისგან.
IX. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენთან მიღებულია სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, თქვენი მონაცემების კანონიერად დამუშავების უზრუნველსაყოფად. ასევე, ჩვენ მიღებული გვაქვს ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები ელექტრონულად და ფიზიკურად არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
X. თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
- მოგვთხოვოთ იმის დადასტურება, ვამუშავებთ თუ არა თქვენს შესახებ მონაცემებს, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოთ ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ და ა.შ.;
- ჩვენთან გაეცნოთ თქვენს შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და მიიღოთ ამ მონაცემების ასლები;
- მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოგვთხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- მოგვთხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა;
- მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, ჩვენგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;
- ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ ჩვენთვის მოცემული, თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე გაცემული თანხმობა.
- თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
XI. მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია
კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, ჩვენ უფლება გვაქვს, თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვითხოვოთ და მივიღოთ მესამე პირებისგან სათანადო საფუძვლით არსებობის, მათ შორის, თქვენი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვითვალისწინებთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილ უფლება-მოვალეობებს. მათ შორის, თქვენი ინფორმირების ვალდებულებასაც.
XII.პერსონალური მონაცემების გაზიარება
ჩვენ, შესაძლებელია, კონკრეტული დავალების შესასრულებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები გავუზიაროთ მესამე მხარეს, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია, ძირითადი საქმიანობის ფარგლებში, იყენებს მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერების მომსახურებას. მაგალითად:
- IT მომსახურების პროვაიდერი კომპანიები.
- იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც კომპანიას აწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.
- სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის თანამშრომლების დაზღვევას.
- კომერციული ბანკი, რომლის საფუძველზეც ხდება დასაქმებულის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება.
ჩვენ მესამე პირებს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც განსაზღვრულია მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.
XIII. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, კომპანიის მიერ მიღებულია სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
XIV. მონიტორინგის განხორციელება
კომპანია მონიტორინგს ახორციელებს „ვიდეომონიტორინგის განხროციელების წესის“ შესაბამისად.
XV. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების წესი
კომპანიაში მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება ხდება კომპანიის ინიციატივით ან მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე.
კომპანიის ინიციატივით მონაცემების წაშლა ან განადგურება ხდება კომპანიაში შესაბამისი პერსონალური მონაცემის შენახვის ვადის გასვლის შემდგომ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ფიზიკური ფორმით დაცული მონაცემების განადგურება ხდება ქაღალდის გამანადგურებლის (შრედერის) მეშვეობით, ხოლო ელექტრონული ფორმით დაცული მონაცემების წაშლა ხდება ელექტრონულად, იმგვარად, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი იყოს.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნა შესაძლებელია წერილობითი ფორმით, მოთხოვნის ელექტრონულ ფოსტაზე Privacy@telianivalley.com გაგზავნის ან კომპანიაში ბეჭდური წერილობითი ფორმით წარდგენის გზით (მის: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N118, გამოფენის ტერიტორია, ძველი ადმინისტრაციული შენობა).
კომპანია ვალდებულია, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და წაშალოს/გაანადგუროს მონაცემები ან გაცნობოთ მოთხოვნაზე უარი, შესაბამისი საფუძვლის მითითებით და განგიმარტოთ უარის გასაჩივრების წესი.
მონაცემების განადგურების/წაშლის თაობაზე დგება პერსონალური მონაცემების განადგურების აქტი, სადაც, სულ მცირე, მიეთითება განადგურებული/წაშლილი მონაცემის თაობაზე ინფორმაცია, განადგურების/წაშლის საფუძველი, განადგურების/წაშლის ფორმა, განადგურებაზე/წაშლაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი და ხელმოწერა, განადგურების თარიღი.
XVI.სხვაპირობები
საკითხები, რომელსაც არ მოიცავს წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი, რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
XVII. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება
წინამდებარე დოკუმენტი პერიოდულად განახლებადია კომპანიის მიერ.
დოკუმენტში ცვლილებები შეიტანება კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნების გზით და ცვლილებებს უნდა გაეცნოთ პერიოდულად. ცვლილებების შესახებ პერსონალურად გეცნობებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.
XVIII. როგორ დაგვიკავშირდეთ
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: Privacy@telianivalley.com ან სამუშაო საათებში გვეწვიოთ/თქვენი განცხადება დაგვიტოვოთ კომპანიაში (მის: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N118, გამოფენის ტერიტორია, ძველი ადმინისტრაციული შენობა) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, გაითვალისწინეთ, იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ მონაცემებს ნამდვილად მონაცემთა სუბიექტს ან მის უფლებამოსილ პირს ვუზიარებთ, განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადებას თავად თქვენ წერთ) ან მინდობილობა და პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადებას თქვენ მიერ უფლებამოსილი პირი/თქვენი წარმომადგენელი წერს). თქვენი განცხადება განიხილება კომპანიის მიერ დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის წესის“ შესაბამისად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშო საათებში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 31 32 45 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Privacy@telianivalley.com