0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

ახალი სამშვენისი ქვევრის

 

თელიანი ველი”  ტრადიციისამებრ ახალ წელს ახალი ღვინით ულოცავს თავის მომხმარებელს.  წელს პირველად კომპანია შესთავაზებს ქართული ღვინის მოყვარულებს ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოს -„სამშვენისი ქვევრის“. მეღვინის აღწერით: “სამშვენისი ქვევრის” ერთგვარი სამკაული, მკაცრი და ვაჟკაცური, ტანინიანი მუქი ოქროსფერი მშრალი ღვინოა. იგი რქაწითელის რჩეული მარცვლებისაგანაა დაწურული და 8000 წლიანი ქართული ტრადიციისამებრ თიხის ქვევრში დაყენებული.  თელიანი ველის „სამშვენისის“ სერიაში უკვე 3 ღვინოა-  „სამშვენისი ქვევრის“, „სამშვენისი ქარვისფერი“ და „სამშვენისი ლალისფერი“. "სამშვენისის" სერიის წარმოება  ჩვენი მეღვინის - სიმონ მეგუთნიშვილის ინიციატივით მოხდა. ღვინო განსხვავებულია "თელიანი ველის" სხვა ღვინოებისაგან და განსაკუთრებულია თავისი თვისებებით.  თელიანი ველი ტრადიციისამებრ ახალ წლეს ახალი ღვინით ულოცავს თავის მომხმარებელს. წელს პირველად კომპანია შესთავაზებს ქართული ღვინის მოყვარულებს ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოს -„სამშვენისი ქვევრის“.მეღვინის აღწერით სამშვენისი ქვევრის ერთგვარი სამკაული მკაცრი და ვაჭკაცური, ტანინიანი მუქი ოქროსფერი მშრალი ღვინოა. იგი რქაწითელის რჩეული მარცვებისაგანაა დაწურული და 8000 წლიანი ქართული ტრადიციისამებრ თიხის ქვევრში დაყენებული. თელიანი ველის „სამშვენისის“ სერიაში უკვე 3 ღვინოა-  „სამშვენისი ქვევრის“, „სამშვენისი ქარვისფერი“ და „სამშვენისი ლალისფერი სამშვენისის სერიის წარმოება ჩვენი მეღვინის სიმონ მეგუთნიშვილის ინიციატივით მოხდა ღვინო განსხვავებულია თელიანი ველის სხვა ღვინოებისაგან და განსაკუთრებულია თავისი თვისებებით.