The mystery of Georgian wine lies in its simplicity and splendor. Vine has always been the muse of a Georgian man. Nobody knows exactly when the Georgian man started to cultivate it, to love it. But one thing is clear, wine followed the Georgian man, rejoiced with him and was filled up. For centuries it grew prettier, wiser and quieter.

Are you over 18 year old?

Yes
No

საიტი მზადების პროცესშია

სიახლე

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

„თელიანი ველის“ ღვინოები შეაფასეს მსოფლიოს საუკეთესო ღვინის პროფესიონალებმა მსოფლიოში ყველაზე ყოვლისმომცველ და ავტორიტეტულ ღვინის კონკურსში - Decanter 2014 და მიანიჭეს ბრინჯაოს მედალი ცოლიკოურს 2013-წლის მოსავლის და გლეხური სერიის რქაწითელ ქვევრს 2012.

"დეკანტერი" არის მსოფლიოს საუკეთესო ღვინის ჟურნალი 90-ზე მეტ ქვეყანაში, დეკანტერის კითხვა საჭიროა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ღვინით - დაწყებული სამოყვარულო ენთუზიასტებიდან სერიოზულ კოლექციონერამდე. ჟურნალ დეკანტერის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ 4,000 ღვინოს ყოველწლიურად, ასე რომ, იმის მიხედვით თუ რას ეძებთ თქვენ, ხელმისაწვდომ ავსტრალიურ შირაზს შაბათ-კვირისთვის, თუ პრემიერ კრიუ-ს ბურგუნდიიდან გადასადებად, დეკანტერი თქვენ მას გაპოვნინებთ.

15,000-ზე მეტი რეგისტრაციით ათობით ქვეყნიდან, წლევანდელი წლის დეკანტერის ღვინის საერთაშორისო დაჯილდოება (DWWA) დეკანტერის გამომცემლობის დირექტორმა სარა კემპმა უკვე გამოაცხადა ‘ღირსშესანიშნავ წლად’.

2014 წლისთვის ჟიურის შემადგენლობაში იყო რამდენიმე ახალი სახე. ჯასპერ მორისი MW (ღვინის მაგისტრი), ავტორი წიგნისა „ბურგუნდიის შიგნით“ და შემსყიდველი კომპანიისთვის Berry Bros & Rudd, არის ამ წლის რეგიონალური თავმჯდომარე ბურგუნდიისთვის, მაშინ როცა რიჩარდ იულინი დაინიშნა რეგიონალურ თავმჯდომარედ შამპანურისთვის.

სხვა ახალ რეგიონალურ თავმჯდომარეებში 2014 წლისთვის შედიან პაოლო ბასო, დასახელებული ამ წლის საუკეთესო სომელიედ მსოფლიოში, რომელიც ზედამხედველობდა ჩანაწერებს პიემონტიდან. მაგისტრი სომელიე ისა ბალი იყო კიდევ ერთი ახალი სახელი და მან მოიცვა სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონი.

რიტის იურკენასი: DWWA 2014 წლის ჟიური - “მე ძალიან მიყვარს ბრმა დეგუსტაცია, როდესაც პირისპირ მარტო რჩები ღვინოსთან, იგი გესაუბრება და ავლენს მის ნამდვილ არსს და ყოველ ჭიქაში თქვენ ხდებით ნაწილი საინტერესო აღმოჩენისა.”