Loader Image Loader Image

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის წესი

2024 წელი

1. კომპანიის შესახებ

სააქციო საზოგადოება „თელიანი ველი“ (შემდგომში - კომპანია)

საიდენტიფიკაციო ნომერი: 203855444

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თელავი, თბილისის გზატკეცილი, N 43

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი: 06/5-23; 25/09/1997

2. განცხადების განხილვის წესის მიზანი

სააქციო საზოგადოება „თელიანი ველისთვის“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა მაღალი ხარისხით დაცვა, მონაცემთა სუბიექტთა ინფორმირება და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

წინამდებარე წესით, მონაცემთა სუბიექტის უფლებების უზრუნველყოფის სათანადო მექანიზმის შექმნის მიზნით, განისაზღვრება კომპანიაში პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის პროცედურა.

3. ვინ შეიძლება წარადგინოს განცხადება

კომპანიას განცხადება წარედგინება მონაცემთა სუბიექტის მიერ. თუ განცხადების წარმდგენი მოქმედებს უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი მტკიცებულება განმცხადებლის მიერ განცხადებასთან დაკავშირებით მოქმედების უფლებამოსილების გადაცემის შესახებ. ამასთან, განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც განცხადება წარმოდგენილია განმცხადებლის მიერ) ან მინდობილობა და პირადობის მოწმობის ასლი (როდესაც კომპანიას განცხადება წარედგინება მონაცემთა სუბიექტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესის შესაბამისად).

4. რა საკითხთან დაკავშირებით დაიშვება განცხადება

წინამდებარე წესის თანახმად, კომპანიას განცხადება წარედგინება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, როდესაც განმცხადებელს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლებები.

5. განცხადების წარდგენის წესი

მონაცემთა სუბიექტის განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით – მატერიალურად ან ელექტრონულად.

ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N118, გამოფენას ტერიტორია, ძველი ადმინისტრაციული შენობა.

განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) განმცხადებლისა ან/და მისი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი (სადაც შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის ჩაბარება) ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ განმცხადებელს სურს კორესპონდენციის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.

დ) პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული იმ გარემოებების აღწერა და მისი არსი, რომელიც გახდა განცხადების წარმოდგენის საფუძველი;

ე) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა;

ვ) განცხადების წარდგენის თარიღი;

ზ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენელის ხელმოწერა.

განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარმოდგენა შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო;

ბ) განცხადების უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით წარმოდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (მაგალითად, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა), განმცხადებლისა და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხოლო თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმომწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.

განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მტკიცებულებების ჩამონათვალი უნდა ერთვოდეს განცხადებას.

იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული.

6. განცხადების განსახილველად მიღება, ხარვეზის დადგენა, განუხილველად დატოვება

მონაცემთა სუბიექტის/უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სათანადო წესით, სამუშაო დღის ბოლომდე წარმოდგენილი განცხადება იმავე დღეს რეგისტრირდება სათანადო წესით და გადაეცემა შემსრულებელს. არასამუშაო დროს ან/და უქმე და დასვენების დღეებში წარმოდგენილი განცხადება რეგისტრირდება შემდგომ/პირველივე სამუშაო დღეს და იმავე დღეს გადაეცემა შესრულებელს.

შემსრულებელი ამოწმებს განცხადების შესაბამისობას წინამდებარე წესის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

თუ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, განცხადების რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსრულებლის/კომპანიის მიერ განმცხადებელს წერილობითი ფორმით მიეწოდება ინფორმაცია ხარვეზის თაობაზე და განესაზღვრება გონივრული ვადა (არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა) მის გამოსასწორებლად. თუ განმცხადებელი კომპანიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის დადგენილ ხარვეზს, განცხადება განუხილველად დარჩება.

კომპანია ვალდებულია ხარვეზის შესახებ ინფორმაციის განმცხადებლისთვის მიწოდებისას, განუმარტოს მას ხარვეზის დადგენისა თუ განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლო შედეგი.

განმცხადებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზით განცხადება განუხილველად დატოვებულად ჩაითვლება განმცხადებლისთვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით კომპანიის მიერ განსაზღვრული ვადის დასრულებისთანავე, რის შესახებაც განმცხადებელს ინფორმაცია დამატებით არ მიეწოდება.

თუ განმცხადებელი კომპანიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ აღმოფხვრის ხარვეზს, კომპანია განცხადების მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავს, სადაც ხარვეზი აღმოფხვრილია, ხოლო თუ აღნიშნული ნაწილის ცალკე განხილვა შეუძლებელია, განცხადება სრულად დარჩება განუხილველი. კომპანია უფლებამოსილია, განმეორებით დაადგინოს ხარვეზი ამ პუნქტით დადგენილი წესით.

7. განცხადების განხილვა

განცხადებას განიხილავს კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი და იღებს გადაწყვეტილებას:

(ა) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ;

(ბ) განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

(გ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით და ამავე ფორმით ეცნობება დაინტერესებულ პირს.

დაუშვებელია, განცხადება განიხილოს პირმა, რომელიც რაიმე სახით არის დაკავშირებული განცხადების წარმდგენ პირთან ან არსებობს გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მის მიერ საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტას.

8. განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა

განცხადება კომპანიის მიერ განიხილება 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი. განცხადებაში დასმული საკითხის სირთულის გათვალისწინებით, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რომლის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი

განცხადების წარმდგენი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებაში დასმულ საკითხთან მიმართებით, ისევე როგორც სასამართლოს.