ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
“Teliani Collection” „თელიანი ველის“ ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ იშვიათი და რჩეული ღვინოები ერთი ბრენდის – „ღვინის ხალხის“ – ქვეშ გააერთიანა და ბოლნურ ღვინოებს მოუყარა თავი.
"ღვინის ხალხის" თითოეულ მეღვინეს გამორჩეული ისტორია აქვს და ეს ამბებიც ბოთლის ეტიკეტზეა გადმოტანილი, პირველი კოლექცია 10 ბოლნური ღვინისგან შედგება, ჩამონათვალი კი ასეთია:
ალიოშა კაპანაძის 2017 და 2018 წლის მოსავლის „რქაწითელი“ - პროფესიით ინჟინერისთვის, ღვინის დამზადება ოჯახის ტრადიციაა, რომელსაც იგი შვილებთან ერთად აგრძელებს.
ნიკა ჩოჩიშვილის „ჩინებული“ - პროფესიით სამხედრო ლოჯისტმა, ღვინის დაყენება მეგობართან, გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად დაიწყო და საკუთარი ვენახებიც გააშენეს.
ლევან ბანძელაძის „რქაწითელი“ და „ასურეთული შალა“ – 37 წლის აუდიტმა, ღვინის დამზადება 18 წლის ასაკში დაიწყო და დროთა განმავლობაში გატაცება პროფესიად აქცია.
ავთანდილ უგრეხელიძის „რქაწითელი“ - 35 წლის ექიმი, მეღვინეების ოჯახიდანაა, 2015 წლიდან დაიწყო ქვევრის ღვინის დაყენება და იშვიათი ჯიშის ყურძნის ვენახების გაშენება.
გოჩა ლიპარტელიანის „ასურეთული შავი“ - გოჩა პროფესიით ეკონომისტია, ღვინოს საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან ამზადებს, რომელიც ბოლნისის სოფელ კიანეთში აქვს გაშენებული.
ვახტანგ ჩაგელიშვილის „თავკვერი“ - 38 წლის ინჟინერ-ეკოლოგისტი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ტრადიციულ მეთოდით ღვინოს ქვევრში ამზადებს.
გია დევნოზაშვილის „საფერავი“ - პროფესიით იურისტია, ღვინოს საკუთარ 14 ქვევრიან მარანში აყენებს და ოჯახთან ერთად ზრუნავს მეღვინეობის ზრდასა და განვითარებაზე.
მამა მაკარის „საფერავი“ - სამონასტრო მსახურებასთან ერთად 30 წლის მამა მაკარი, ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ამზადებს და ქართული იშვიათი ყურძნის ჯიშები მოყავს.
ღვინის შეძენა მომხმარებელს მომავალი კვირიდან ღვინის მაღაზიებში შეეძლებათ.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და ,,თელიან ველს" შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაგრძელდა! ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ მოაწერეს. საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად სეოკ-ის სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას და ოლიმპიურ ღონისძიებებში თანამონაწილეობას ისახავს.
See More
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა კომპანია “თელიანი ველთან” სტრატეგიული თანამშორმლობის ხელშეკრულება გააფორმა. იბიარდი “თელიანი ველში“ ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდას, გაყიდვების გაზრდას და პრემიუმ სეგმენტის ღვინის განვითარებას. ასევე ინვესტიციის ნაწილი მოხმარება თელავში ქარხნის გარემონტებას და საჭირო დანადგარების განახლებას.
See More
•“თელიანი ველმა” კომპანიის აქციები გამოისყიდა. • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკზე გასხვისებული აქციები “თელიანი ველის” ქართველმა მფლობელებმა სრულად გამოისყიდეს რაც 2007 წლის მარტის შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. •შეიცვლა სტურქტურაც და ჩამოყალინდა ოთხი კომპანია. •1.თელიანი ველი (ღვინის მწარმოებელი კომპანია) •2. ლე კაუკასი ( ქართული კონიაკის მწარმოებელი კომპანია) •3. თელიანი ტრეიდინგი (ალკოჰოლური სასმელების სადისტირბუციო კომპანია) •4. კუპა( მუხის კასრების სასმელებს
See More
გამოფენის ფარგლებში 6 ივნისს, ჩატარდა პირველი საერთაშორისო დეგუსტაცია უცხოური და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, დეგუსტაციაზე შეფასებული იქნა როგორც ქართული ასევე მოლდოვური, უკრაინული, აზერბაიჯანული და სომხური წარმოების ღვინოები. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 33 კომპანიის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები. დეგუსტაციის შედეგად საზეიმო სადილზე საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები დაჯილდოვდენენ მედლებითა და დიპლომებით. თელიანი ველის ღვინოებმა ორივე ნომინაციაში გაიმარჯვა. წითელმა
See More