Loader Image Loader Image

თელიანი ველი - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია!

post-image

 მეღვინეობა „თელიანი ველი“ საერთაშორისო კონკურსზე Grand International Wine Award MUNDUS VINI ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებლად უკვე მესამედ დასახელდა და ჯილდო - Best Producer Georgia მოიპოვა.

კონკურსის ფარგლებში ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ღვინოსა და მწარმოებლებს ავლენენ. „თელიანი ველმა“ ეს ჯილდო გასულ წლებშიც მოიპოვა და აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მეღვინეობაა, რომელსაც „ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებლის“ ტიტული სამჯერ გადაეცა.

განსაკუთრებული შეფასება და Grand Gold მედალი დაიმსახურა საიუბილეო გამოშვების ღვინოებმა: „გლეხური, ქისი 2020“ და „გლეხური, საფერავი 2020“, რომელიც ამავე დროს „საუკეთესო ქართულ წითელ ღვინოდ“ დასახელდა.

კონკურსზე წარდგენილ „თელიანი ველის“ ღვინოებს სულ 1 Best of Show Georgia Red, 2 Grand Gold, 12 ოქროს და 9 ვერცხლის მედალი გადაეცა. მოპოვებული ჯილდოები „თელიანი ველისა“ და ქართული ღვინის დიდი აღიარება და მიღწევაა.


ოქროს მედალოსანი ღვინოებია:

  • გლეხური, ქისი ქვევრი 2019
  • გლეხური, ქისი ქვევრი 2020
  • მთავრული, ქისი 2024
  • გლეხური, საფერავი ქვევრი 2023
  • გლეხური საიუბილეო, საფერავი სელექშენი 2022
  • გლეხური საიუბილეო, კრახუნა 2020
  • გლეხური სელექშენი, ალექსანდროული ქვევრი 2023
  • გლეხური საიუბილეო, ქისი ქვევრი 2023
  • გლეხური, კისისხევის საფერავი ქვევრი 2023              
  • გლეხური, საფერავი ქვევრი 2020
  • გლეხური, ხიხვი ქვევრი 2019
  • გლეხური, მწვანე ქვევრი 2023

 

ვერცხლის მედალი, გადაეცა:

  • Georgia, Gorgeous Red 2025     
  • Winery97, ქინძმარაული 2025
  • Winery97, ხიხვი 2023
  • გლეხური, ლიმიტირებული გამოშვება
  • ალექსანდროული ქვევრი 2020
  • გლეხური საიუბილეო, ცოლიკოური 2023
  • გლეხური საიუბილეო, ოცხანური საფერე 2020
  • გლეხური, ხიხვი ქვევრი 2023
  • 8K Ancient Red 2025     
  • 8K Ancient White 2025

post-image

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020

მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობა ამ პრესტიჟულ კონკურსში ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას და გამორჩეული შედეგები აქვს, რაც სანდოობასა და ხარისხის სტაბილურობაზე მიუთითებს.

MUNDUS VINI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც გერმანიაში ტარდება. ყოველწლიურად კონკურსზე მსოფლიოს ათასობით ღვინოა წარდგენილი, რომელსაც ექსპერტები ფარული დეგუსტაციით აფასებენ. წლევანდელ კონკურსზე ჟიურიმ  46 Grand Gold, 2,327 ოქროს  და 1,434 ვერცხლის მედალოსანი ღვინო გამოავლინა.

სიახლეები

left right
post-image

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

arrow
post-image

კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

arrow
post-image

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

arrow
post-image

"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

arrow
post-image

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

arrow