Loader Image Loader Image

თელიანი ველი ამერიკის შეერთებულ შტატებში

post-image

თელიანი ველი და წამყვანი ღვინის იმპორტიორი ამერიკაში Georgian House of Greater Washington (Georgian Wine House) „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხაზის Teliani Valley Winery 97-ის ღვინოებს ამერიკის ბაზარზე წარადგენენ.

 „თელიანი ველის 3 ახალი ღვინის სერია „Winery 97”, „გლეხური“ და არტიზან მეღვინეების კოლექცია „ღვინის ხალხი“  ინოვაციური სტრატეგიის ნაწილია, თუ როგორ წარვუდგინოთ გამორჩეული ქართული ღვინო ამერიკელ ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს საუკეთესოდ“ ამბობს ნოელ ბროკეტი, „Georgian Wine House-ის” პრეზიდენტი. ჩვენ ერთად ვუყრით საფუძველს ქართული ღვინის წარმატებას ამერიკის შეერთებულ შტატებში“

 „Georgian Wine House’s-ის“ პორტფელს თელიანი ველის 7 ახალი ღვინო შეემატა: Teliani Valley Winery 97-ის ხაზიდან  Amber Blend (კახური #8), საფერავი, ცოლიკოური და საფერავი სელექშენი. ასევე, „გლეხურის“ რქაწითელი, ქისი და კისისხევი საფერავი.

„თელიანი ველის ახალ გამორჩეულ ღვინოს 2020 წელს ამერიკის ბაზარზე წარვადგენთ. მეღვინეებთან, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ამერიკაში ჩვენს იმპორტიორ “Georgian Wine House-თან” ერთად შეირჩა სპეციალური ასორტიმენტი ამერიკელი ღვინის მოყვარულებისათვის. მოხარული ვარ, რომ ღვინო უკვე ადგილზეა და მალე ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლისთვის.“ ამბობს ირაკლი ბოკუჩავა, სს „თელიანი ველის“ კომერციული დირექტორი.

კომპანია „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას. მეღვინეობა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ღვინოს აწარმოებს და მსოფლიოს წარუდგენს.

„Georgian Wine House“ ქართული ღვინის იმპორტს ამერიკაში 2005 წლიდან ახორციელებს. დღეს ის წარმოადგენს ამერიკაში წამყვან ღვინის იმპორტიორ კომპანიას და აკავშირებს მეღვინეობებს, დისტრიბუტორებს, საცალო ქსელებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან. „Georgian Wine House“ განსაკუთრებულ ღვინოებს არჩევს პორტფოლიოსთვის, რომელსაც ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს ამერიკაში წარუდგენს. - http://georgianwinehouse.com/

„თელიანი ველის“ ახალი ღვინოები ამერიკაში  2020 წლის ოქტომბრიდან არის ხელმისაწვდომი.  

 

Teliani Valley has been awarded a Best in Show medal in the Decanter World Wine Awards 2020

სიახლეები

left right
post-image

თელიანი ველის კიდევ ერთი წარმატება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე

arrow
post-image

კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ახალი პროდუქტი - „გლეხურის“ სერიის პრეზენტაცია.

arrow
post-image

„თელიანი ველის“ ჯილდოები ღვინის მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე - დეკანტერი!

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან განსაკუთრებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

arrow
post-image

„ თელიანი ველის“ წინანდალმა Wine Spectator - ისგან, ქართულ ღვინოებს შორის, უმაღლესი 88 ქულა დაიმსახურა!

arrow
post-image

"თელიანი ველის" ღვინოებმა კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 -ზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა.

arrow
post-image

„თელიანი ველი“ 2014 წლის ღვინის და სპირტიანი სასმლის საერთაშორისო კონკურსიდან ორი ვერცხლითა და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა .

arrow
post-image

„თელიანი ველი“ ღვინის საერთაშორისო დაჯილდოებაზე - Decanter 2014

arrow