0%

ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო, საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების ძიებაშია.

ხარ თუ არა 18-ის, ან 18 წელს ზემოთ?

კი
არა

სიახლე

“თელიანი ველი” ფილმი “ოცნების ქალაქი”

კომპანიამ  “თელიანი ველი”  ფილმი “ოცნების ქალაქი” დაასპონსორა. ეს არის ახალგაზრდული რომანტიული  ფილმი , სადაც ცნობილი მსახიობები და პოპულარული თოქ-შოუს წამყვანები მონაწილეობენ. ფილმის გადაღებები 5 თვეში დასრულდა. პრემიერა 14 აპრილს კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა. ფილმის პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს კომპანია “თელიანი ველი” “საფერავით “ და “წინანდლით” გაუმასპინძლდა.