ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
კონკურსი ცნობილი უკრაინული ჟურნალის "ექსპერტ ვკუსა"-ს ორგანიზებით მოეწყო, მასში მონაწილეობა ოცმა პროფესიონალმა სომელიემ მიიღო. კონკურში წარმოდგენილი იყო 10 ქართული ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული "მუკუზანი". კონკურსში მონაწილე ყველა ღვინო იყო 2005 წლის მოსავლით დამზადებული "მუკუზანი". გამარჯვებული "თელიანი ველი"-ს "მუკუზანი" გახდა, ესქსპერტებმა ის შეაფასეს, როგორც ტიპიური, სასიამოვნო გემოვნური თვისებებისა და ხანგრძლივი არომატის მქონე ღვინო.
მომღერალმა ქალაქის ღირსშესანისნავი ადგილები დაათვალიერა, პატივი მიაგო ნაცნობ-მეგობრების საფლავებს და ფილარმონიაში კონცერტი გამართა. იოსიფ კობზონი თბილისში დიდი პატივით მიიღეს. “თელიანი ველი”-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ გიო ხუციშვილმა მომღერალს სპეციალურად კობზონისთვის ჩამოსხმული “თელიანი ველი”-ს საფერავი და წინანდალი უსახსოვრა. იოსიფ კობზონმა კი ცნობილი ქართული ღვინის ბრენდის ეტიკეტზე საკუთარი ავტოგრაფი დატოვა და ქართულ ღვინოს მსოფლიო პოპულარობა უსურვა.
See More
"საფერავი ჩემი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენაა" - ეს განცხადება ეკუთვნის დენის დუბურდიეს, ის მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემფასებელია. დუბურდიე ბორდო 2-ის ენოლოგიის პროფესორი და კადილაკის რეგიონში შატო რეინონის მფლობელია. ღვინის დაძველებისა და ღვინის დამზადების სპეციალისტმა “თელიანი ველი”-ს ღვინის ქარხნა 2007 წლის 31 ოქტომბერს დათვალიერა. ღვინის ფრანგმა ექსპერტმა საუკეთესო შეფასებაც სწორედ "თელიანი ველი"-ს ღვინის დაგემოვნებისას გააკეთა. “საფერავი ჩემი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენაა" -
See More
თელიანი ველი 2007 წლის რთველის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. საქართველოში ღვინის მთავარ რეგიონში - კახეთში, რთველის დასრულების შემდეგომ პონპიამ უკვე შეისყიდა და გადაამუშავა დაახლოებით 2,700 ტონა ყურძენი. დასავლეთ საქართველოში მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს, კომპანია შეისყიდის დაახლოებით 3 400 ტონა ყურძენს. კომპანიის კუთვნილ ვენახებში დაახლოებით 87 ტონა ყურძენი მოიკრიფა. ასეთი მარაგით თელიანი ველი წელს 4.2 მილიონი ბოთლი ღვინოს წარმოებას გეგმავს.
See More
"თელიანმა ველმა" კონკურსზე International Wine Challenge (IWC) 2014 აიღო ვერცხლის მედლები ღვინოებისთვის: გლეხური რქაწითელი ქვევრი 2012 და თელიანი ველი ცოლიკოური 2013. ღვინის აღწერილობა: გლეხურის სერიის რქაწითელი ქვევრი, არის მოოქროსფერო შეფერილობის. ფორთოხლის ყვავილისა და თაფლის არომატით, რომელიც იძლევა სტრუქტურირებულ ტანინებს. ბოლოს კი ტოვებს მარილიან პიკანტურ გემოს ხანგრძლივი დაბოლოვებით. ღვინის აღწერილობა: „თელიანი ველი“ ცოლიკოური 2013 არის ღია ფერის, მსუბუქი ყვავილების ეგზოტიკური არომატი
See More