ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
წამყვან ტელე-ჟურნალისტს, თელავის ქარხანაში, ღვინის ტური მოუწყო. ქართველი ჟურნალისტები ადგილზე გაეცვნენ თუ რა პირობებში და როგორ მზადდება ქართული ღვინო. დაათვალიერეს ქარხანა, დააგემოვნეს სხვადასხვა სახის ღვინო და მოისმინეს ისტორია ქართული ღვინის შესახებ. ასევე დაესწრნენ საქართველოში პირველი კასრების მწარმოებელი კომპანიის პრეზენტაციას. კახეთში სტუმრობისას ჟურნალისტებმა ბოდბის წინდა ნინოს მონასტერიც მოინახულეს. ღონისძიება თელიანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. კომპანიამ „თელიანი ველი“ 30 სექტემბერს 40
სს "თელიან ველსა” და ქალაქ შანხაიში მოქმედ ჩინური ღვინის იმპორტიორი კომპანიის "Suzhou Gutao Chuanshi Wine Co., LTD” წარმომადგენლებს შორის ივნისში, ხელი მოეწერა პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას!
See More
2005 წლის 17 მაისს თბილისში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სს ’’თელიანი ველი’’ და ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ჰოლდინგი ‘’АгросЭко’’ რუსეთის ბაზარზე ბიზნეს პარტნიორები გახდნენ. მიღწეული შეთანხმებით ‘’АгросЭко’’ ხდება სს „თელიანი ველი”-ს პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის პოპულარიზაციას რუსეთის ფედერაციაში.
See More
საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი მომღერალი ჯო კოკერი. მომღერალი მ-ჯგუფის ერთ-ერთ რესტორანში “მეტეხის ჩრდილში” დაპატიჟეს, სადაც მან ქართული კერძები დააგემოვნა. ჯო კოკერი რომელიც უკვე დიდი ხანია სასმელს არ სვამს, სიამოვნებით დათანხმდა კომპანია “თელიანი ველს” საკუთარი ავტოგრაფი დაეტოვებინა ღვინის ბოთლზე. ”თელიანი ველის” ღვინო “თელიანი” კი მან საკუთარი მეუღლისთვის საჩუქრად წაიღო.
See More
8 ოქტომბერს BBC-ის Guardian-ისა და Time-ის ჟურნალისტები "თელიანი ველი" - თელავის ქარხანას და სიღნაღში "თელიანი ველი"- მარანს ესტუმრნენ. ბრიტანელი ჟურნალისტები და ტურ ოპერატორები საქართველოში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის, ავიაკომპანია ბრიტანეთის ავიახაზებისა და “კავკაზუს თრეველი”-ს ერთობლივი მოწვევით იმყოფებოდნენ. უცხოელმა ჟურნალისტებმა ჩვენი ქვეყნის შესახებ საინტერესო სტატიები და სიუჟეტები მოამზადეს.
See More