ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
საერთაშორისო კონკურსზე The International Wine & Spirit Competition 2021 წარდგენილმა „თელიანი ველის” ღვინოებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
IWSC2021-ზე მსოფლიოს 39 ქვეყნის 4000-ზე მეტი ღვინო იყო წარდგენილი, რომლებსაც 60 ღვინის ექსპერტი აფასებდა.
კონკურსზე 3400 გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი გადაეცათ. უმაღლესი შეფასებით და ოქროს მედლით მხოლოდ 19 ქვეყნის 148 ღვინო დაჯილდოვდა.
თელიანი ველის გლეხური რქაწითელი ქვევრი 2019 კონკურსის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელია, უმაღლესი შეფასებითა და 96 ქულით.
მედალოსანი ღვინოები
ვერცხლის მედალი:
გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2019
გლეხური ქისი ქვევრი 2020
თელიანი ველი Winery 97 გაუფილტრავი საფერავი 2020
თელიანი ველი Winery 97 კახური N8 2019
ბრინჯაოს მედალი:
გლეხური ხიხვი ქვევრი 2019
თელიანი ველი წინანდალი 2019
თელიანი ველი Winery 97 საფერავი 2020
გლეხური საფერავი ქვევრი 2019
თელიანი ველი მუკუზანი 2019
გლეხური მწვანე ქვევრი 2019
გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2020
კონკურსი IWSC 1969 წელს დაარსდა. ექსპერტები მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს აფასებენ და აჯილდოვებენ.კონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის დაწესება და მსოფლიოს საუკეთესო ღვინის აღმოჩენა.
IWSC 2021- ის შედეგები სრულად: iwsc.net/
8-10 ნოემბერს, თელიანი ველი სტოკჰოლმში, ღვინის გამოფენაზე, Stockholm Food And Wine 2019 მიიღებს მონაწილეობას. მისამართი: Mässvägen 1, 125 30 Älvsjö.• სტენდი C15:31 - მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.sthlmfoodandwine.se/
See More
"თელიანი ველის" კიდევ ერთი გამარჯვება:2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი! "ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე" წარდგენილმა "თელიანი ველის" სამივე ღვინომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა: • "გლეხური ქისი ქვევრი 2016"- ოქრო• "გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2016" - ოქრო• "გლეხური რქაწითელი ქვევრი 2015" - ვერცხლი️ ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებითა და "ღვინის ეროვნული სააგენტო"-ს მხარდაჭერით, 2018 წლის 3 და 4 მაისს, თბილისში ქვევრის ღვინის
See More
კომპანიამ “თელიანი ველი” მონაწილეობა მიიღო ღვინის ფესტივალში რომელიც საქართველოში 2006 წლის 15 სექტემებრს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. ფესტივალის ფარგლებში “თელიანი ველმა” მრავალფეროვანი სოციალური პროექტები განახორციელა. კახეთში, თელავის რაიონში სადაც კომპანიის ვენახები მდებარეობს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაიყვანა. სტუდენტებმა ღვინო დაკრიფეს და რთველში მიიღეს მონაწილეობა
See More
ფონდ იავნანას საქველმოქმედო აქციაში "თელიანი ველი"-ც ჩაერთო. 3 გაჭირვებული ოჯახისთვის ბინების შესაძენად, ქალაქის მასშატით რამდენიმე შესაწირი ყულაბა დაიდგა, კომპანია ჯეოსელმა გამოყო სპეციალური ნომერი, ხოლო ''თელიანი ველმა'' მონსერატ კაბალიეს გამოსახულების მქონე ეტიკეტით ღვინო პოპული სითიში გასაყიდად გაუშვა. ბოთლის ღირებულება 120 ლარია, შემოსული თანხა მთლიანად იავნანას ფონდში გადაირიცხება. აქციის პირველ დღეს 29 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ ჯითისიში მომავლის სახლის აღსაზრდელები და თამარ ჭოხონელიძის მო
See More