ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
საერთაშორისო კონკურსზე „International Wine Challenge 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან. „International Wine Challenge 2020“-ზე მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 11 000 ღვინო იღებდა მონაწილეობას. უკვე მესამე წელია, გლეხური ქისი ქვევრი კონკურს „International Wine Challenge“-ის რჩეულია და ოქროს თასი (Gold Trophy) გადაეცემა.
გლეხური, ქისი ქვევრი 2018 - ოქროს თასი
თელიანი ველი, Winery97, საფერავი 2019 - ვერცხლი
თელიანი ველი, Winery97, გაუფილტრავი საფერავი 2019 - ვერცხლი
თელიანი ველი, წინანდალი 2019 - ვერცხლი
გლეხური, კისისხევი საფერავი 2018- ბრინჯაო
მთავრული, ქინძმარაული 2019 - ბრინჯაო
მთავრული, საფერავი 2019 - ბრინჯაო
„International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 38 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს თასით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა. The IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტია.
“თელი” და “მუკუზანი” დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლოს კონკურსზე ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ. 2006 წლის 20 ივლისს “თელიანი ველის” ღვინოენმა “თელმა” და “ მუკუზანმა” კიდევ ერთი საეთაშორისო აღიარება მოიპოვა. ღვინისა და ალკოჰოლის საერთაშორისო კონკურსზე რომელიც 1969 წელს დაარსდა ყოველწლიურად 50 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას . კომპეტენტური ჟიური მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ ტესტირებას და დეგუსტაციას ატარებს. წლევანდელ კონკურსზე წარმოდგენილ 5000 დას
See More
ქართული ტელევიზიების და მედიის სხვა საშუალებების 50-მა წარმომადგენელმა დიზაინერ ეკა თადუმაძის მოდელების ჩვენება გამართა. ”თელიანი ველი” ამ ჩვენების მასპინძელი იყო, ღონისძიების დასაწყისში სტუმრებს სწორედ “თელიანი ველის” ღვინით გაუმასპინძლდნენ ხოლო ჟურნალისტებს საჩუქრად გადაეცათ სპეციალური ეტიკეტით ჩამოსხმული “საფერავი”.
See More
გამოფენაზე ქართულ ღვინოს უკვე 4 წელია, მხოლოდ კომპანია თელიანი ველი წარმოადგენს. ღვინის საერთაშორისო გამოფენა ჩეხეთში ყოველწლიურად ტარდება. 3 დღიან გამოფენას ათასობით დამთვალიერებელი ყავდა. ქართული ღვინით რამდენიმე უცხოური კომპანია დინტერესდა.
See More
(მსოფლიოში პირველი საგამოფენო სივრცე აღმოსავლური ღვინოებისთვის) ქართული ღვინის კულტურის წარმდგენად GRAND TERROIR-ის დეგუსტაციაზე, მხოლოდ ორი ქართული ღვინო აირჩიეს, მათ შორის მოხვდა თელიანი ველის -2011 წლის მოსავლის სამშვენისი ქვევრის. GRAND TERROIR დეგუსტაციაზე ყოველწლიურად არჩევენ ღვინოებს თურქთიდან, ლიბანიდან, ეგვიპტიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. ღვინის გამოფენა/დეგუსტაციას ესწრებიან, ჟურნალისტები, ბლოგერები, ღვინის „ექსპერტები“, კოლექციონერები და ა.შ. ისინი ერთმანეთს უზიარებენ შეგრ
See More