ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
თელიანი ველი და წამყვანი ღვინის იმპორტიორი ამერიკაში Georgian House of Greater Washington (Georgian Wine House) „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხაზის Teliani Valley Winery 97-ის ღვინოებს ამერიკის ბაზარზე წარადგენენ.
„თელიანი ველის 3 ახალი ღვინის სერია „Winery 97”, „გლეხური“ და არტიზან მეღვინეების კოლექცია „ღვინის ხალხი“ ინოვაციური სტრატეგიის ნაწილია, თუ როგორ წარვუდგინოთ გამორჩეული ქართული ღვინო ამერიკელ ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს საუკეთესოდ“ ამბობს ნოელ ბროკეტი, „Georgian Wine House-ის” პრეზიდენტი. ჩვენ ერთად ვუყრით საფუძველს ქართული ღვინის წარმატებას ამერიკის შეერთებულ შტატებში“
„Georgian Wine House’s-ის“ პორტფელს თელიანი ველის 7 ახალი ღვინო შეემატა: Teliani Valley Winery 97-ის ხაზიდან Amber Blend (კახური #8), საფერავი, ცოლიკოური და საფერავი სელექშენი. ასევე, „გლეხურის“ რქაწითელი, ქისი და კისისხევი საფერავი.
„თელიანი ველის ახალ გამორჩეულ ღვინოს 2020 წელს ამერიკის ბაზარზე წარვადგენთ. მეღვინეებთან, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ამერიკაში ჩვენს იმპორტიორ “Georgian Wine House-თან” ერთად შეირჩა სპეციალური ასორტიმენტი ამერიკელი ღვინის მოყვარულებისათვის. მოხარული ვარ, რომ ღვინო უკვე ადგილზეა და მალე ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლისთვის.“ ამბობს ირაკლი ბოკუჩავა, სს „თელიანი ველის“ კომერციული დირექტორი.
კომპანია „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას. მეღვინეობა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ღვინოს აწარმოებს და მსოფლიოს წარუდგენს.
„Georgian Wine House“ ქართული ღვინის იმპორტს ამერიკაში 2005 წლიდან ახორციელებს. დღეს ის წარმოადგენს ამერიკაში წამყვან ღვინის იმპორტიორ კომპანიას და აკავშირებს მეღვინეობებს, დისტრიბუტორებს, საცალო ქსელებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან. „Georgian Wine House“ განსაკუთრებულ ღვინოებს არჩევს პორტფოლიოსთვის, რომელსაც ღვინის მოყვარულებსა და ენთუზიასტებს ამერიკაში წარუდგენს. - http://georgianwinehouse.com/
„თელიანი ველის“ ახალი ღვინოები ამერიკაში 2020 წლის ოქტომბრიდან არის ხელმისაწვდომი.
13-14 სექტემბერ, თელიანმა ველმა, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ჩეხეთში, პრაღაში, ყოველწლიურ ღვინის ფესტივალში - "Vinohradske Vinobrani” მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი უკვე 23-მე წელია იმართება და მას ყოველწლიურად 25 000-მდე ვიზიტორი ესწრება სხვადასხვა ქვეყნებიდან. თელიანი ველის ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.თელიანი ველი ჩეხეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს.
See More
შაბათს, 13 ოქტომბერს, კომპანიამ "თელიანი ველი„ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის ღვინის ტური მოაწყო თელავში. 50-მდე უცხოელმა სტუმარმა „თელიანი ველის“ ვენახში ყურძენი საკუთარი ხელით დაკრიფა, დიპლომატებმა ქართული ტრადიცია ბოლომდე შეასრულეს და მოსავალი თავადვე დაწურეს საწნახელში. დღის ბოლოს კი „თელიანი ველის“ 10 წლის იუბილეც აღინიშნა.
See More
განახლებული სიღნაღი 27 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა. ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თელიანი ველი” მონაწილებას იღებს ოფიციალურ გახსნაში. ”თელიანი ველი” 15 დასახელების ღვინით იქნა წარმოდგენილი. კომპანიის სტენდთან მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა დეგუსტაცია. „თელიანი ველის“ წარმომადგენლები კი ყველა სტუმარს ღვინით უმასპინძლდებოდნენ. ქალაქის ქუჩებში გამოფენები და ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო. ასევე, გაიხსნა სიღნაღის ქართული ხელოვნების მუზეუმი და ქორწინების სასახლე. ქალაქის მთავარ მოედანზე ფოლკლორული
See More
სს „თელიანი ველმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა სკოლის სახელოსნოს სააღდგომო ხის კვერცხებს შეუკვეთა. 18 წელს გადაცილებულმა მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ხის კვერცხების დამზადება 1 აპრილიდან დაიწყეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის 2 000 კვერცხი დაამზადეს. კვერცხები 13 წლამდე ასაკის უნარშეზგუდულმა ბავშვებმა მოხატეს, რაშიც მათ დაეხმარნენ ბავშვები დამეგობრებული სკოლებიდან. ბავშვების მიერ დამზადებულ სააღდგომო კვერცხებს კომპანია «თელიანი ველი
See More