ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
„თელიანი ველის“ გამორჩეული ღვინოები უკვე ბრიტანეთშია ხელმისაწვდომი .
თელიანი ველი და ბრიტანული წამყვანი დისტრიბუტორი „ბუტინო“, „გლეხურისა“ და ახალი პრემიუმ ხაზის Teliani Valley Winery 97-ის ღვინოებს ინგლისის ბაზარზე წარადგენენ.
ბუტინოს პორტფელში „თელიანი ველი“ პირველი ქართული მეღვინეობაა, რომელიც ბრიტანელ ღვინის მოყვარულებს, გამორჩეულ ქართულ ღვინოებს სთავაზობს. „გლეხურის“ ქისი ქვევრი და კისისხევი საფერავი ქვევრი, Teliani Valley Winery 97-ის ხაზიდან კი, გაუფილტრავი საფერავი, საფერავი და ქარვისფერი კახური #8 უკვე გაყიდვაშია.
კომპანია „თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას. მეღვინეობა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ღვინოს აწარმოებს და მსოფლიოს წარუდგენს.
ღვინის იმპორტიორი - „ბუტინოს“ პორტფელში 1400 ღვინოა, რომლითაც იგი ბრიტანეთის ბაზარს, საერთაშორისო ქსელებს, ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და რესტორნებს ამარაგებს. წლის განმავლობაში „ბუტინოს“ გაყიდვები 44 მილიონ ბოთლს შეადგენს. კომპანია განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს საუკეთესო და მაღალი ხარისხის პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან.
„თელიანი ველის“ ღვინოები ბრიტანეთის ბაზარზე 2020 წლის მაისიდან უკვე გაყიდვაშია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა. საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ქონდა გასაუბრებოდა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე თელიანმა ველმა გამოფენის სტუმრების
See More
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სააქციო საზოგადოება ,,თელიანი ველის, " ასევე მის ჯგუფში შემავალი კომპანიების - შპს ,,გლობალ ბიერ ჯორჯიას " და შპს ,,თელიანი თრეიდინგს" შორის საპარტნიორო ხელშეკრულება გაფორმდა.ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ,,თელიანი ველის '' გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.საპარტნიორო ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოლიმპიური კომიტეტის სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერასა და ოლიმპიურ ღონისძიებებში თანამონა
See More
31 ოქტომბერს თელიანი ველის ღვინის ქარხანას საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. მათ შორის იყო რამდენიმე ფრანგი მეღვინე. სტუმრებმა დაათვალიერეს ქარხანა, დააგემოვნეს თელიანი ველის ღვინო და ერთი ღამით თელინი გესთჰაუსში დაბინავდნენ. სორბონის უნივერსტეტის დელეგაცია 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის მიზანია ქართული მეცნიერების განვითარების ხელის შეწყობა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ქართული
See More
მსოფლიოს წამყვანმა ღვინის ჟურნალმა “Wine Spectator”-მა კომპანიის “თელიანი ველი” ღვინოს “მუკუზანი” უმაღლესი შეფასება მისცა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებელი კომპანიის 15 ათასი დასახელების ღვინო. დეგუსტაცია ეგრეთ წოდებული “ბრმა” მეთოდით ჩატარდა. ანუ ბოთლი სპეციალურად იყო შეფუთული იმისათვის რომ, სომელიეს და კონკურსის ჟიურის წევრებს ღვინის დასახელება და მწარმოებელი ქვეყანა წინასწარ არ სცოდნოდათ. შეფასება 85-დან 88 ქულამდეა. წითელი, მშრალი ”მუ
See More