ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
საერთაშორისო აღიარება „Grand International Wine Award MUNDUS VINI“-ზე
საერთაშორისო კონკურსზე „Grand International Wine Award MUNDUS VINI“ მეღვინეობა „თელიანი ველი“ ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებლად დასახელდა და ჯილდო Best Producer Georgia გადაეცა.
კონკურსზე წარდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და Mundus Vini-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო Best of Show Georgia white მოიპოვა.
MUNDUS VINI Spring Tasting 2022 მეღვინება თელიანი ველის შედეგები სრულად:
თელიანი ველი, Winery97 კახური#8, 2020 - Best of Show Georgia white, ოქრო
თელიანი ველი, Winery97 ხიხვი, 2020 - ოქრო
გლეხური ქისი ქვევრი 2020 - ოქრო
გლეხური ხიხვი ქვევრი 2020 - ოქრო
მთავრული, საფერავი, 2020 - ოქრო
გლეხური, კრახუნა ქვევრი 2020 (ლიმიტირებული გამოშვება) - ვერცხლი
MUNDUS VINI-ს მიერ მინიჭებული ჯილდო ხარისხისა და სანდოობის გარანტია.
ბმული: www.mundusvini.com
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 13-16 მაისს ღვინის საერთაშორისო გამოფენა VinExpo Bordeaux 2019 გაიმართა. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს. აღნიშნულ გამოფენაში საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ იყო წარმოდგენილი. Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მიმდინარეობს ოთხი დღის განმავლობაში და განკუთვნილია მხოლოდ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენელი სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაში 30 ქვეყნ
See More
ქართულმა ღვინომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ღვინის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში Challenge International du Vin ბელგიაში. ყოველწლიურად კონკურსში ერთმანეთს 30-ზე მეტი ქვეყნის ბრენდები ეჯიბრება. 5000 სახეობის ღვინის დაგემოვნებისა და ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, კომპანია თელიანი ველის ღვინოები 2 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. მედლები და სიგელები თელიანი ველის “თელმა” (თეთრი მშრალი ღვინო) და “მუკუზანმა” (წითელი მშრალი ღვინო) მიიღო.
See More
საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსებზე გამარჯვებულებს შორის კვლავ “თელიანი ველის” წითელი მშრალი ღვინო “მუკუზანი” ლიდერობს. რამდენიმე დღის წინ ლონდონში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში “მუკუზანი” კომპეტენტურმა ჟიურიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. ასევე ბრინჯაოს მედალი მიანიჭეს კომპანია “თელიანი ველის” მეორე წარგზავნილ ღვინოს “საფერავს”. “თელიანი ველი”-სთვის ლონდონში ჩატარებული სხვა კონკურსებიც წარმატებული იყო. ”International Wine Challenge”- ის კონკურსზე
See More
მალე კომპანია “თელიანი ველი” თავის პროდუქციას შვედეთში გაყიდის. 11 ათასი ბოთლის ექსპორტი უკვე განხორციელდა და შვედეთის მაღაზიებში უკვე წარმოდგენილია კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო. კომპანია .”თელიანმა ველმა” თავისი ღვინით „საფერავი“ წარმატებით გაიმარჯვა შვედურ ტენდერში რომელიც ქართული - წითელი მშრალი ღვინის ექსპორტიორებისთვის გამოცხადდა.
See More