ქართული ღვინის საიდუმლო მის უბრალოებასა და დიდებულებაშია, ვაზი ოდითგანვე ქართველი კაცის შთაგონებაა.ზუსტად
არავინ იცის როდის დაიწყო კაცმა მისი მოშინაურება , მისი სიყვარული . . .
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვაზი ქართველი კაცის ხელს მოყვა, მასთან ერთად გაიხარა, გაიზარდა და გაივსო,
საუკუნეების განმავლობაში ამ ხელით დამშვენდა, დაბრძენდა და დადინჯდა. ქართველი მეღვინე დღესაც ჭეშმარიტების
ძიებაშია.
Are you 21 or older?
საიტი მზადების პროცესშია
ამერიკული ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა „Wine Enthusiast” -ის რეიტინგში თელიანი ველის ღვინოებმა საუკეთესი შეფასება და უმაღლესი ქულები დაიმსახურა, განსაკუთრებული შეფასება 2016 წლის ქინძმარაულმა დაიმსახურა.
გამოცემას 800 000-მდე მკითხველი ყავს და თვის განმავლობაში ათასობით ღვინოს აფასებს. ბეჭდური და ინტერნეტ ჟურნალი მკითხველს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინო, მიიღონ ინფორმაცია სომელიეების, რესტორნების და მოგზაურობის შესახებ.
რეიტინგში ქართული ღვინო, საფრანგეთის, იტალიის და სხვა ქვეყვების ღვინოებთან ერთად მოხვდა.
Welcome to Georgia - ჩინური შოუ "City Eye" საქართველოს ესტუმრა და გადაცემა საქართველოს, ქართული ღვინის კულტურის და ქვევრის ღვინოების შესახებ მოამზადა! ვიზიტის ფარგლებში სტუმრები თელიანი ველის მთავარ მეღვინესთან ერთად დაესწრნენ ქვევრის გახსნის ცერემონიას, მოინახულეს მარანი, დააგემოვნეს ქართული ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელა, გაეცნნენ ქართული სუფრის ტრადიციას. ასევე შედგა შეხვედრა თელიანი ველის გენერალურ დირექტორთან, შოთა ხობელიასთან. ინტერვიუსას საუბარი შეეხო ქართულ ღვინოებს, თელიანი ველის ისტორიასა დ
See More
გამოფენის ფარგლებში 6 ივნისს, ჩატარდა პირველი საერთაშორისო დეგუსტაცია უცხოური და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, დეგუსტაციაზე შეფასებული იქნა როგორც ქართული ასევე მოლდოვური, უკრაინული, აზერბაიჯანული და სომხური წარმოების ღვინოები. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 33 კომპანიის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები. დეგუსტაციის შედეგად საზეიმო სადილზე საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები დაჯილდოვდენენ მედლებითა და დიპლომებით. თელიანი ველის ღვინოებმა ორივე ნომინაციაში გაიმარჯვა. წითელმა
See More
18 ივლისს კორეელებს, ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები კომპანია “თელიანი ველმა” გააცნო. პრეზენტაცია დედაქალაქ სეულში შედგა. ს.ს “თელიანი ველი”-ს მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ კორეელი პარტნიორების სახით, საკმაოდ დიდი პოტენციის მქონე მსხვილ ბაზარზე შედიან. ქართული ღვინის პირველი ნაკადი, კორეაში უკვე ჩავიდა, ადგილობრივი წამყვანი ტელეარხებით კი ქართული ღვინის, კონკრეტულად კი "თელიანი ველი"-ს პროდუქციის რეკლამები უკვე გადის. ასეთი მარკეტინგული ნაბიჯი ს.ს "თელიანი ველი"-ს კორეელი პარტნიორების ინიციატივ
See More
საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსებზე გამარჯვებულებს შორის კვლავ “თელიანი ველის” წითელი მშრალი ღვინო “მუკუზანი” ლიდერობს. რამდენიმე დღის წინ ლონდონში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში “მუკუზანი” კომპეტენტურმა ჟიურიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. ასევე ბრინჯაოს მედალი მიანიჭეს კომპანია “თელიანი ველის” მეორე წარგზავნილ ღვინოს “საფერავს”. “თელიანი ველი”-სთვის ლონდონში ჩატარებული სხვა კონკურსებიც წარმატებული იყო. ”International Wine Challenge”- ის კონკურსზე 2006
See More